“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევმა, კონრად დე ლა ფუენტემ, “ჟირონასთან” ამხანაგური მატჩის (3-1) შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.
“ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ პირველ გუნდს ორ თამაშში დავეხმარე. თავდაუზოგავად შრომას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ”. – თქვა კონრადმა.
დე ლა ფუენტე წინა შეხვედრაში “ბარსას” ისტორიაში შევიდა – ის პირველი ამერიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ძირითადი გუნდის მაისური მოირგო.
კონრადი დღევანდელ მატჩში 63-ე წუთზე ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად ჩაერთო და დარჩენილ დროში თამაში რამდენიმეჯერ გაამწვავა.




ეს ბიჭი მომწონს ლა მასიელია ხოო?
გაანებონ დეპაის თავი და ამ ბიჭს მისცენ დრო , აჯობებს მგონი . ბრეითვეიტი კიდე გასაშვებია
ბრაითვაიტი გაუშვან და ეს დააწინაურონ პირველ გუნდში არ ჯობია ცოდვაა ეს ბიჭი B სთვის უზომოდ ნიჭიერია იმედია კუმანიც დააფასებს და შანს მისცემს სხვა თამაშებში თავის გამოსაჩენად და იმის დასამტკიცებლად რო შეუძლია იმსახურებს პირვწლ გუნდში ყოფნას