კატალონიის “ბარსლონას” ესპანელმა ნახევარმცველმა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი გოლის ავტორმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ “უემბლის” ფინალი მის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა, იტყობინება ესპანური გამოცემა “AS”…
“ჩვენ ჩვენი წარმატების გულშემატკივრებთან ერთად აღნიშვნის დრო გვქონდა. ჩვეულებრივ, როდესაც მატჩს ხელმეორედ უყურებ, განსხვავებული გრძნობები გაგაჩნია. თუმცა, ამ კონკრეტულ მომენტში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. მე ფინალს ხელმეორედ ვუყურე და ზუსტად ისეთი განცდები მქონდა, როგორიც მატჩის დროს. ჩვენ მთლიანად ვდომინირებდით მოედანზე. ეჭვგარეშეა, რომ ეს ფინალი ჩემს კარიერაში საუკეთესოა. მე ჩვენი გუნდის თამაშით ნამდვილი სიამოვნება მივიღე”, – განაცხადა ანდრესმა.
