დავიდ ვილამ, რომელიც უკვე ”ბარსელონას” ფეხბურთელია, განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი სრულიად აკმაყოფილებს მის პირობებს.
ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა, დასძინა, რომ ”ბარსელონა” საუკეთესო კლუბია მსოფლიოში.
”ბარსამ” ჩემდამი ინტერესი დიდი ხნის წინ გამოთქვა. მე ვიცი, რომ კატალონიელ გულშემატკივარს ძალიან სურდა ჩემი ხილვა მათ საყვარელ კლუბში და აი ეს დღეც დადგა. მე უბედნიერესი ვიქნები, თუ ჩემს ტრანსფერში გადახდილი თანხა, ”ვალენსიას” კრიზისიდან გამოიყვანს და გაკოტრებას გადაარჩენს”-განაცხადა ვილამ
წყარო:www.barca.ru