ჟოან გამპერის სახელობის თასზე “ბარსელონას” მეტოქე წელს “ელჩე” იქნება. ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
გათამაშებას ტრადიციულად “კამპ ნოუ” უმასპინძლებს, შეხვედრა კი 19 სექტემბერს გაიმართება. “ელჩე” ამ სეზონში ლა ლიგაში დაბრუნდა და წილისყრის შედეგის მიხედვით, “ბარსას” პირველ ტურში უნდა შეხვედროდა, თუმცა თამაში გადაიდო.
გამპერის თასი სულ 53-ჯერ ჩატარებულა. 1966-1996 წლებში გათამაშებაში 4 გუნდი მონაწილეობდა, 1997 წლიდან კი მხოლოდ ერთი თამაში იმართება. გათამაშებას საფუძველი 1966 წელს, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ენრიკ ლაუდეტმა, კლუბის დამაარსებლის, ჟოან გამპერის საპატივცემულოდ ჩაუყარა.
“ბარსელონამ” თასი ყველაზე მეტჯერ, 42-ჯერ მოიგო.




ის გუნდი რა იყო აბა, თვითმფრინავს გადარჩენილები რო ჩამოიყვანეს, მეკარეც რო გამოვიდა ცალფეხა…სახელიც აღარ მახსოვს, გასაგებია პატივი მიაგეს, მაგრამ ლა ლიგის დონე ალბათ არ იყო.
ეგ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო რაც "ბარსას" მიუღია : )
შაპეკოენსე – ზუსტად რო პატივი მიაგეს, ძაან უაზრო შედარება მოიყვანე..
"ცალფეხა" – ლექსიკონიც არ გცოდნია შესაფერისი.. და აქ მწერლებს უსწორებ ტექსტებს.. :ლოლ:
ის გუნდი რა იყო აბა, თვითმფრინავს გადარჩენილები რო ჩამოიყვანეს, მეკარეც რო გამოვიდა ცალფეხა…სახელიც აღარ მახსოვს, გასაგებია პატივი მიაგეს, მაგრამ ლა ლიგის დონე ალბათ არ იყო.
ასეთი ცუდი მეტოქე გამპერის თასზე შუასაუკუნეების მერე არ გვყოლია