workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ჟიმნასტიკი: პირველი ტაიმის შეფასებები

ბარსელონა-ჟიმნასტიკი: პირველი ტაიმის შეფასებები

წარმოგიდგენთ “ბარსელონას” ფეხბურთელთა შეფასებებს “ჟიმნასტიკთან” მატჩის პირველი ტაიმის (2-1) შემდეგ, ტრადიციულად, Sport-ის ვერსიით. 

ნეტუ (5) – გაშვებულ გოლს მხოლოდ მას ვერ დავაბრალებთ, თუმცა უკეთესად თამაშიც შეეძლო. ტაიმის ბოლო წუთები დანარჩენ ნაწილს ჯობდა. 

რობერტო (5) – მესის ფლანგიდან დაწყებული კონტრშეტევის შეჩერება მოახერხა. 

პიკე (6) – შეტევაში მონდომებით ერთვებოდა, თუმცა უკანა ხაზზე იმდენად სტაბილური არ იყო. პენალტი მის აქტიურობას მოჰყვა. 

ლანგლე (5) – პოზიცია არ დაუკარგავს, თუმცა ბურთის ამოტანა რამდენიმეჯერ არ გამოუვიდა. 

ჟორდი ალბა (6) – თავიდანვე აქტიურობდა და როგორც წესი, მესისთან ერთად კომბინირებას ცდილობდა. ყველაზე მეტი პასი ალენიას გაუკეთა. 

ბუსკეტსი (6) – სერხიომ ყვითელი ბარათი მიიღო. ის ალენიას შეუწყვილდა და ორსაყრდენიან ტაქტიკას საკმაოდ კარგად მოერგო. 

ალენია (7) – გამოჩნდა, რომ ის შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებს. ბურთი ხშირად ჰქონდა და მოედნის კარგ ხედვას ამჟღავნებდა. 

მესი (7) – არგენტინელი მოედანზე ღიმილით გავიდა და რამდენიმე სახიფათო შეტევა წამოიწყო. პენალტი გრიზმანს დაარტყმევინა. 

პედრი (8) – ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ გუნდში პირველ თამაშს ატარებს. თავი რამდენიმე კარგი მოძრაობით დაგვამახსოვრა. 

დემბელე (6) – როგორც მოსალოდნელი იყო, ის ფორმაში ჯერ არ არის, თუმცა გოლის გატანა შეძლო. 

გრიზმანი (6) – “ბარსელონაში” 9-იანის პოზიციაზე თამაში მისთვის სიახლეა და ადაპტაცია დასჭირდება. პენალტი ზუსტად შეასრულა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • shu1987
    schedule 12 სექ 2020, 23:18

    ციტატა: GUGU MSN

    ციტატა: becool
    მესიმ გრიზმანს პენალტი დაარტყმევინა ,
    ე.ი სუარესის წასვლის საკითხი გადაწყვეტილია უკვე და გზიზმანთან ცდილობს ახლა კარგად შეწყობას.


    რა გრიზმანთან შეწყობას ჩემო ძმაო ლეო მესსია და არა ქრისტიანო პენალდო გაიხსენე ბომბარდირთა დავა ლეო რონალდოსი პენალტებს ნეიმარს რო არტყმევინბდა შეწყობა არაფერშუაშია ჩემი აზრით დაუთმო უბრალოდ და დაუთმობს კიდევ ბევრჯერ


    კი თან ისეთი სიტუაცია ქონდა ცდილობს გუნდში სიტუაცია დალაგდეს და ფსიქოლოგიურად რა დარტყმაც მიიღეს განიმუხტოს მოიხოდოს გუნდი და გუნდურობა იგრძნობოდეს.. კარგია მე მსგავს ჟესტს მივესალმები ..

  • GUGU MSN
    schedule 12 სექ 2020, 23:05

    ციტატა: becool
    მესიმ გრიზმანს პენალტი დაარტყმევინა ,
    ე.ი სუარესის წასვლის საკითხი გადაწყვეტილია უკვე და გზიზმანთან ცდილობს ახლა კარგად შეწყობას.


    რა გრიზმანთან შეწყობას ჩემო ძმაო ლეო მესსია და არა ქრისტიანო პენალდო გაიხსენე ბომბარდირთა დავა ლეო რონალდოსი პენალტებს ნეიმარს რო არტყმევინბდა შეწყობა არაფერშუაშია ჩემი აზრით დაუთმო უბრალოდ და დაუთმობს კიდევ ბევრჯერ

  • becool
    schedule 12 სექ 2020, 22:55

    მესიმ გრიზმანს პენალტი დაარტყმევინა ,
    ე.ი სუარესის წასვლის საკითხი გადაწყვეტილია უკვე და გზიზმანთან ცდილობს ახლა კარგად შეწყობას.