კატალონიური Sport ჟოან გამპერის თასის წლევანდელ გათამაშებაში “ბარსელონას” მოწინააღმდეგეს ასახელებს – გამოცემის ცნობით, ეს გუნდი “ელჩე” იქნება.
“ელჩე” ამ სეზონში ლა ლიგაში დაბრუნდა და წილისყრის შედეგის მიხედვით, “ბარსას” პირველ ტურში უნდა შეხვედროდა, თუმცა თამაში უცნობი ვადითაა გადადებული.
გამპერის თასი ამხანაგური ერთმატჩიანი ტურნირია, რომელიც ყოველწლიურად, სეზონის დაწყების წინ, “კამპ ნოუზე” იმართება. მეტოქეებს “ბარსელონა” იწვევს. შარშან, “ბარსა” ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.
სავარაუდოდ, წლევანდელი თამაში 19 ან 20 სექტემბერს გაიმართება.



