ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრა “ბარსას” გამარჯვებით მოხარულია

იბრა “ბარსას” გამარჯვებით მოხარულია

 

შვედმა თავდამსხმელმა იტალიურ გამოცემა “La Gazetta dello Sport”-თან განაცხადა, რომ “ბარსელონას” საუკეთესო გუნდია და რომ მან კარგად იცოდა, თუ ვის დარჩებოდა გამარჯვება ფინალში.

 

ფეხბურთელმა, რომელსაც წლევანდელ სეზონში “მილანის” მოწინაღმდეეგის კარები 21–ჯერ აქვს დალაშქრული, იტალიურ სპორტულ გამოცემა “La Gazetta dello Sport”-ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე სიტყვა “ბარსაზეც” თქვა. “მე უკვე მითქვამს, რომ ისინი ფინალში ყველაფერს კარგად გააკეთებდნენ. ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ამიტომაც არაფერი გამკვირვებია”, – განაცხადა “მილანის” ფორვარდმა და იქვე დაამატა:“თუმცა, როდესაც გუნდში თავს კარგად ვერ გრძნობ, გასაკეთებელი არაფერია და ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ წამოვედი. ყველა ვარიანტში, მე გახარებული ვარ მათი გამარჯვბით.”


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში