workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლოპი: ვეინალდუმთან 500-ჯერ ან 600-ჯერ ვისაუბრე

კლოპი: ვეინალდუმთან 500-ჯერ ან 600-ჯერ ვისაუბრე

ბრიტანულ პრესაში გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” მოთამაშე, ჯორჯინიო ვეინალდუმი, იურგენ კლოპს შეხვდა და მასთან თავისი მომავალი განიხილა. 

საიდუმლო არავისთვისაა, რომ რონალდ კუმანს ვეინალდუმის “ბარსელონაში” მოყვანა სურს, გადაწყვეტილება კი ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. 

კლოპმა ამ თემაზე კომენტარი Liverpool Echo-სთან ინტერვიუში გააკეთა. 

“ჯინის აქ მოსვლის შემდეგ მას 500-ჯერ თუ 600-ჯერ ვესაუბრე. რა თქმა უნდა, ახლაც ვესაუბრებოდი – ის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდა. სულ ესაა. 

ყველაფერი რიგზეა. მომდევნო წლებზე ვერაფერს ვიტყვი, ამ მომენტისთვის კი ყველაფერი ძალიან კარგადაა. კლუბს, ჩემსა და ჯინის შორის შესანიშნავი კავშირია”. – განაცხადა “ლივერპულის” დამრიგებელმა. 

თუ ვეინალდუმი პრემიერ ლიგაში დარჩება, “ბარსელონა”, ალბათ, ტიაგო ალკანტარაზე გადაერთვება. ესპანელი ნახევარმცველის შეძენა კლუბის ხელმძღვანელების ნაწილს აქამდეც სურდა, მაგრამ კუმანი უპირატესობას ჯორჯინიოს ანიჭებდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 12 სექ 2020, 01:02

    ციტატა: grizmann
    ხო არ იცით სატრანსფერო ფანჯარა როდემდეა ღია?


    5 ოქტომბრამდე თუ არ ვცდები.

  • ousmane dembele 11
    schedule 11 სექ 2020, 21:31

    ციტატა: WinGs

    ციტატა: ousmane dembele 11
    განაცხადი დაწერეთ


    ჩვენ როგორ დავწეროთ, არ არის ჯერ


    რავი 24საათით წინ დებდნენ ყოველთვის

  • Messiah
    schedule 11 სექ 2020, 21:25

    ტიაგო გაასწორებდა . მაგრამ მწრთვნელს თუ ეს უნდა … რას ვიზამთ

  • Barca for life
    schedule 11 სექ 2020, 21:11

    გუნდს, რომელსაც ბუსკეცი, დე იონგი, კოუტინიო, პიანიჩი, პუჩი და პედრი ყავს რატომ უნდა უნდოდეს ამისი დამატება?! აი რა ღირებული ამაში ნახეს რო ამდენი ხანია მარტო ამაზე ჩალიჩობენ წესიერად. სკამისთვის უნდათ რომ მოიყვანონ თუ ა, მე ბოდიში რიკის და პედრის მოსვამენ და არც ააყენებენ მთელი სეზონი. უბრალოდ სასაცილოა ყველაფერი, რაც ამ წამს გუნდში ხდება..

  • ousmane dembele 11
    schedule 11 სექ 2020, 21:08

    განაცხადი დაწერეთ

  • M10 S9 D11
    schedule 11 სექ 2020, 21:04

    ხოდა დაიტოვე კაცო ისედაც ბევრი ნახევარ მცველი გვყავს

  • dembelle
    schedule 11 სექ 2020, 20:57

    Tiagoze magar naxevarmcvels ver moiyvanen mara tiagom maxsovs rac gagviketa dzalian cuddros wavida magran romarwasuliyo dges rogoricaa sheidzleba arc yofiliyo 🙂

  • grizmann
    schedule 11 სექ 2020, 20:54

    ხო არ იცით სატრანსფერო ფანჯარა როდემდეა ღია?

  • Truxilio
    schedule 11 სექ 2020, 20:11

    დაცვას მხლოდ და მხოლოდ მაშინ მიეცემა შვების აშყალება თუ გუნდი ითამაშებს პრესინგით . პრესინგი და სივრცების შეზღუდვა … . ტიაგო შუშის არი ….Memphis Depay,

  • ousmane dembele 11
    schedule 11 სექ 2020, 19:43

    არაა საჭირო ეს ვეინალდუმი

    განაცხადი როდის იქნება ცნობილი ხვალინდელი მატჩის