უკვე 16 წელია, რაც კატალონიური კლუბი “ბარსელონა”, ევროპული ტიტულის გარეშე სეზონს არ ასრულებს…
“ბარსელონას” სხვადასხვა სპორტული გუნდები უკვე ზედიზედ 16 წელია, რაც სეზონს ევროპის ჩემპიონატის ტიტულის გარეშე არ ასრულებენ. ეს კი ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთისა და როლერ–ჰოკეის გუნდების დიდი დამსახურება.
►ფეხბურთი: ბოლო 16 წლის განმავლობაში, “ბარსელონას” საფეხბურთო გუნდმა ევროპის ჩემპიონის ტიტული 3–ჯერ მოიპოვა. ეს ფეხბურთელებმა 2006 წელს პარიზში, 2009 წელს რომში და 2011 წელს ლონდონში შეძლეს.
►კალათბურთი: კალათბურთელებმა “ევროლიგის” ჩემპიონის რანგში 2003 წელსა და გასულ წელს მოგვევლინნენ.
►ხელბურთი: 1996 წლიდან 2000 წლამდე, კატალონიური კლუბი ევროპაში შეუჩერებელი იყო. ვალერო რივერას დროს მათ ზედიზედ 5 “ჩემპიონთა ლიგის” თასი მოიპოვეს და ისტორიაში ჩაეწერნნენ, როგორც “Dream Team”. ამის შემდეგ ხელბურთელები ევროპის ჩემპიონები 2005 წელს გახდნენ, როდესაც მათ ხესკო ესპარი წვრთნიდა, ხოლო წელს, ხავი პასკუალის შეგირდებმა გერმანიაში კიდევ ერთხელ შეძლეს ევროპის მუხლებზე დაჩოქება.
►როლერ–ჰოკეი: სპორტის ამ სახეობაში კატალონიელები ძალიან კარგად ასპარეზობენ. ბოლო 16 წლის მანძილზე ჰოკეისტებმა ევროპის ჩემპიონატი 9–ჯერ დალაშქრეს.
სტატისტიკა:
1995/96: ხელბურთი
1996/97: ხელბურთი, როლერ–ჰოკეი
1997/98: ხელბურთი
1998/99: ხელბურთი
1999/00: ხელბურთი, როლერ–ჰოკეი
2000/01: როლერ–ჰოკეი
2001/02: როლერ–ჰოკეი
2002/03: კალათბურთი
2003/04: როლერ–ჰოკეი
2004/05: ხელბურთი, როლერ–ჰოკეი
2005/06: ფეხბურთი
2006/07: როლერ–ჰოკეი
2007/08: როლერ–ჰოკეი
2008/09: ფეხბურთი
2009/10: კალათბურთი, როლერ–ჰოკეი
2010/11: ფეხბურთი, ხელბურთი