workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ ძანეტი: ლაუტარო “ინტერს“ არ დატოვებს

ხავიერ ძანეტი: ლაუტარო “ინტერს“ არ დატოვებს

Fox Sports-თან ინტერვიუში ხევიერ ძანეტიმ ლაუტარო მარტინესის მომავალსა და “ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

“ლაუტარო “ინტერს“ არ დატოვებს. ინტერესი მხოლოდ “ბარსელონას“ არ გამოუჩენია, მაგრამ მან იცის, რომ დიდებულ კლუბში თამაშობს და აქ ბედნიერია.“

“ამჟამად არსად არ მიდის. ლაუტარო არის ჩვენი აწმყო და მომავალი.“

“კლუბები ერთმანეთს პატივს სცემენ. არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა გამოსასყიდი თანხის გადახდის შემთხვევაშიც სხვა გუნდს მათი შეძენა შეუძლია და ამ დროს ჩვენი როლი მცირეა. რაც შეეხება ლაუტაროს შემთხვევას, ის “ინტერში“ ძალიან ბედნიერია.“

ცოტა ხნის წინ, Diario Sport-მა დაწერა, რომ კატალონიელებმა 23 წლის ფეხბურთელის შესაძენად საბოლოო შეთავაზება გააკეთეს, რაც 65 მილიონ ევროსა და დამატებით ფეხბურთელს მოიცავდა. მიუხედავად ამისა, მილანურმა კლუბმა 85 მილიონი მოითხოვა. ამ ოდენობის თანხა კი სატრანსფერო მოლაპარაკებებს ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • MARADONA1968
    schedule 10 სექ 2020, 13:25

    ძაან კაი, დარჩეს სადაცაა

  • M10 S9 D11
    schedule 10 სექ 2020, 11:11

    ძალით ან კარგი მშვიდობაში მოიხმარეთ არაფერში არ სჭირდება ეს ბარსას

  • davidus2020
    schedule 10 სექ 2020, 10:34

    შენს პირს შაქარი, გყავდეთ ინტერში და ისიამოვნეთ, ბარსას საერთოდ არ ჭირდებოდა.

  • me da barca
    schedule 10 სექ 2020, 01:19

    არ დატოვებს არა იხვი. ფული არაა, თორემ ისე დატოვებს როგორც დაგიბარებია. თქვენც ერთი სული გაქვთ გაყიდოთ და ხაზინა შეავსოთ, მაგრამ …