workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მიღწევა – პირველი კლუბი 10 მილიონი გამომწერით [ვიდეო]

“ბარსელონას” მიღწევა – პირველი კლუბი 10 მილიონი გამომწერით [ვიდეო]

დღეს, “ბარსელონა” გახდა პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელსაც YouTube-ზე 10 მილიონ გამომწერზე მეტი ჰყავს. კატალონიურმა კლუბმა ეს მიღწევა საგანგებო ვიდეოთი აღნიშნა და “ბარსელონური” Rewind-იც შემოგვთავაზა. 

“ბარსას” ამ მხრივ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს: მადრიდის “რეალის” ოფიციალურ არხს 5.93 მილიონი გამომწერი ჰყავს, “ლივერპულს” – 4.99 მილიონი, “მანჩესტერ იუნაიტედს” კი 3.22 მილიონი. 

საფეხბურთო კლუბების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბარსელონა – 10 მილიონი გამომწერი
  2. რეალი – 5.92 მილიონი გამომწერი
  3. ფლამენგო – 5.55 მილიონი გამომწერი
  4. ლივერპული – 4.98 მილიონი გამომწერი
  5. მანჩესტერ იუნაიტედი – 3.21 მილიონი გამომწერი
  6. იუვენტუსი – 2.88 მილიონი გამომწერი
  7. მანჩესტერ სიტი – 2.72 მილიონი გამომწერი
  8. პსჟ – 2.56 მილიონი გამომწერი
  9. ჩელსი – 2.1 მილიონი გამომწერი
  10. არსენალი – 1.96 მილიონი გამომწერი

“ბლაუგრანას” არხი ჯერ კიდევ 2006 წლიდან ფუნქციონირებს და სხვადასხვა ტიპის ვიდეოებს, მათ შორის ჰაილაითებს, სავარჯიშო სესიებსა და ჩელენჯებს გვთავაზობს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • duggu
    schedule 09 სექ 2020, 16:26

    N1 მსოფლიოში ❤❤❤