ბარსელონა არის კლუბი რომელიც ყოველთვის თამაშობდა მაყურებელზე და მათ აღტაცებას იწვევდა, მართალია ეს დრო დიდიხანია წავიდა მაგრამ აზრიანი გეგმით და კლუბის სიყვარულით ყოველთვის შეიძლება ძველი დიდების დაბრუნება. პირველ რიგში საჭიროა სათავიდან მოვაშოროთ მმართველი რომელმაც წყალში გადაყარა 500 მილიონი რითაც თავისუფლად შეიძლება და მომავალი გუნდისთვის იდეალური საფუძვლის ჩაყრა, რომელიც პატივის არ სცემს გულშემატკივარს და ფეხბურთელს რომელმაც არამხოლოდ მე, არამედ დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს შეაყვარა ფეხბურთი საუბარია რა თქმა უნდა ლეო მესიზე. ვფიქრობ პრეზიდენტის თანამდებობაზე ამ ეტაპზე ყველაზე გამართლებული ლაპორტას დაბრუნებაა, რადგანაც სწორედ მის დროს ვნახეთ ნამდვილი ბარსა და დარწმუნებული ვარ მას კიდევ შეუძლია კლუბის ნულიდან აშენება ლეო მესის გარშემო, რაც შეეხება მწვრთნელს ალბათ ყველამ ვიცით ვინც იქნებოდა საუკეთესო გუნდისთვის ამ ეტაპზე ეს კლუბის ლეგენდა და სიმბოლო ჩავი ერნანდესია, მაგრამ ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი წელი ეს შეუძლებელია, რადგანაც კლუბში ახალდანიშნულია ასევე ბარსას ლეგენდა რონალდ კუმანი, პირადად მე ჰოლანდიელს არ ვუყურებ ნეგატიურად მიუხედავად ლეოსთან კომფლიქტისა, რონალდი არის ტრენერი რომელსაც შეუძლია გუნდის აშენება, რომელსაც შეუძლია ხარისხიანი ფეხბურთის თამაში და რაც მთავარია მოტივაცია! ასევე ვფიქრობ რომ მწვრთნელების ცვლა შედეგს არ მოიტანს თუ არ შეიცვალა ფიზ. მომზადების მწვრთნელი ბოლოდროინდელი წარუმატებლობის და ტრამვიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ვფიქრობ, რომ სწორედ ამაშია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ვფიქრობ ყველაზე რთულად საქმე აქ არის, რადგანაც ბარსელონაში ირიცხება საკმაოდ ბევრი მოთამაშე რომელიც დიდი ხანია რეგრესს განიცდის და კლუბში მოპოვებული ავტორიტეტი (რომელიც რათქმაუნდა დამსახურებულია) მწვრთნელს არ აძლევს საშვალებას, რომ მას მიუთითოს სკამისკენ 8-2 კი კიდევ ერთხელ შეგვახსენა ისინი, ასეთია (პიკე,ბუსკეტსი,ალბა,სუარესი,რობერტო) ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ უნდა მოხდეს ახალი პრეზიდენტის (ლაპორტას) მათთან შეხვედრა და კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება იქნება ეს იქნება ერთი წელი სათადარიგოზე ჯდომა და საჭირო მომენტების კლუბის დახმარება თუ ლეგენდის სტატუსით კლუბის დატოვება, სუარესის სიტუაციაში კი ვთვლი რომ ლუისი მინიმუმ ერთი წლით შესანარჩუნებელია და მან ეს წლევანდელ სეზონშიც არა ერთხელ დაამტკიცა რაც შეეხება წამსვლელების სიას კლუბი აუცილებლად უნდა დატოვონ: ბრეითვეიტმა, ვიდალმა, დემბელემ, უმტიტიმ და გრიზმანმა ( მიუხედავად იმისა რომ მისგან ყველა გახსნის მოლოდინშია ვფიქრობ, რომ მას საკმარისზე მეტი დრო ქონდა საკუთარი თავის წარმოსაჩენად და სანამ მისი მიზერულ ფასში გასხვისების დრო მოვა კლუბმა უნდა იზრუნოს მის გასხვისებაზე), ვფიქრობ ასევე განხილულ უნდა იქნას ლენგლეს და სემედუს მომავალიც რომელთა თამაშშაც უარყოფითად ვერ შევაფასებთ, მაგრამ კლუბი მთლად მათ იმედზეც ვერ იქნება ეს გვიჩვენა ჩემპიონთა ლიგის კოშმარულმა საღამოებმა. რაც შეეხება მომსვლელებს პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს დაცვა და კლუბმა დაიმატოს გარსია, უპამეკანო, ანხელინიო და სერჟინიო დესტი ასევე სრულიად ვიზიარებ კუმანის მოსაზრებას კოუტინიოსთან და დეპაისთან დაკავშირებით ვთვლი რომ მეტი ტრანსფერი ამ ეტაპზე შეუძლებელია გამომდინარე ბარსაში არსებული კრიზისიდან, აქედან გამომდინარე კი საჭიროა ლა მასიიდან არაუხოს დაწინაურება და ფატის მსგავსად ილიაშ მორიბასთვის შანსის მიცემა. რაც შეეხება წყობას ვფიქრობ ამ ეტაპზე საუკეთესო 4-2-3-1 იქნება შტეგენი-დესტი-გარსია-უპამეკანო-ანხელინიო დე იონგი-პიანიჩი ფატი-კოუტინიო-მესი დეპაი. ვფიქრობ რომ მუშაობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება ეს შეიძლება ის ვარსკვლავური ბარსა არ არის მაგრამ უნდა გახდეს გუნდი რომელიც ყველაფერს გააკეთებს ბარსას ლოგოსთვის და კარგი ფეხბურთის თამაშისთვის მომავალ ბარსას ყოველთვის უნდა შეეძლოს მოწინააღმდეგესთვის კონკურენცია გაწევა როგორც ამას ლეო მესი იტყოდა! რაც შეეხება მესის ეპოქის დასრულებას ეს უნდა მოხდეს ეს უნდა მოხდეს რამოდენიმე წლის შემდეგ უკვე ჩავის მწვრთნელების დროს და რათქმაუნდა დაიწყოს ფატის, პუჩის, ტრინკაოს, პედრის, გარსიას და სხვა ბარსელონელებისგან სრულიად ახალი გუნდის აშენება! რომელიც კვლავ შეძლებს კამპ ნოუს გავსებას და შოუს დადგმას!
მომავალის ბარსა
გახდი გლოვერი!
დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.
გაიხარე ნუ ნორმალურია მაგრამ შენი ვაფშე სხვა დონეა👍🏻
<3 ძალიან კარგია
მკითხველებს ბოდიშს მოგიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის❤️