მილანის “ინტერის” ლეგენდარულმა მცველმა, ხავიერ ძანეტიმ, რომელიც ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, ლაუტარო მარტინესის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“ამ წუთისთვის “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები არ გვაქვს. ნორმალურია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც კარგად თამაშობენ და ახალგაზრდები არიან, დიდი კლუბების ინტერესს იმსახურებენ, თუმცა როგორც მე ვიცი, მას სურს, რომ თამაში აქ გააგრძელოს”. – თქვა ძანეტიმ.
არგენტინელმა კომენტარი ლეო მესის შესახებაც გააკეთა:
“პანდემიამ გავლენა ყველა კლუბზე მოახდინა. “ინტერი” ნამდვილად არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ მესისთვის შეთავაზება გაეკეთებინა. “ბარსელონა” მესის სახლია, მისი დარჩენა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მესი უბრალოდ ფენომენია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ნებისმიერ ლიგაში შესანიშნავად ითამაშებდა”.
არ გაქვსთ და გაიკეთეთ ეგ ლაუტარო უკან, ანსუ ფატი 17 წლისაა და გაცილებით ძლიერი და პროდუქტიულია ვიდრე ლაუტარო… ფატი დადგება ფორვარდად და ითამაშებს შიგადაშიგ გრიზმანი ჩაანაცვლებს..
გრიზმანს მაინც ჯობია🙃
ძალიან კარგი დაიტოვეთ მზით გაცვითეთ საერთოდ არაფერში არ სჭირდება ლაუტარო ბარსელონას