“ბარსელონას” ოფიციალური Twitter-ის გვერდზე დღეს კლუბის ექს-მოთამაშის, ჯანლუკა ძამბროტას გოლი გაიხსენეს.
კატალონიელებმა იტალიელი მოთამაშე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ “იუვენტუსიდან” დაიმატეს, ძამბროტა “ბარსელონას” ამერიკის შეერთებულ შტატებში (ლოს ანჯელესი) შეუერთდა, სადაც რაიკაარდის გუნდი ამერიკული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
ძამბროტა “ბარსელონას” მაისურს 2006-2008 წლებში ატარებდა, მან გუნდის შემადგენლობაში 80 შეხვედრა ჩაატარა (3 გოლი) და 2006 წელს ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
G⚽️AL OF THE DAY
🇮🇹 Gianluca Zambrotta 👌 pic.twitter.com/0RIQnprGEP— FC Barcelona (@FCBarcelona) September 6, 2020