ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი ვარჯიშს 18 ივლისს დაუბრუნდება

გუნდი ვარჯიშს 18 ივლისს დაუბრუნდება

 

ძალზედ რთული სეზონის შემდეგ, “ბარსამ” არდადეგების მოწყობა გადაწყვიტა…

 

ურთულესი სეზონის შემდეგ კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები დასვენებისთვის ემზადებიან. თუმცა, “კოპა ამერიკასა” და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დიდი დამსახურებით, რამდენიმე კვირა ზოგიერთ ფეხბურთელს, ამჯერად, საკუთარი ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა მოუწევს. პეპის გუნდი ვარჯიშს 18 ივლისს დაუბრუნდება. მომავალი სეზონიდან “ბარსას” 6 ტიტულისთვის ბრძოლა მოუწევს…

 

კატალონიელები ევროპის “სუპერ თასის” მოსაპოვებლად პორტუგალიურ “პორტუს” მონაკოში, 26 აგვისტოს დაუპირისპირდებიან. დეკემბრის 8–დან 18–ის ჩათვლით კი “ბარსას” ფეხბურთელებს იაპონიაში, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში მოუწევთ მონაწილეობის მიღება. ასევე აგვისტოში, “ბარსას” ესპანეთის “სუპერ თასისთვის” შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა. ამ უკანასკნელის შესანარჩუნებლად კი “ბლაუგრანას” მადრიდული “რეალის” დამარცხება მოუწევს…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში