ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილასმა და რამოსმა “ბარსელონას” მიულოცეს

კასილასმა და რამოსმა “ბარსელონას” მიულოცეს

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებმა, იკერ კასილიასმა და სერხიო რამოსმა, მიულოცეს “ბარსელონას” რიგით მეოთხე ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

“მე მთელი გუნით ვულოცავ “ბლაუგრანას” ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ძალიან მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი კვლავ აღმართეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ასევე ესპანეთის ნაკრებში მიმშვენებენ გვერდს. ბუსკეტსს, ჩავის, ინიესტას, პედროს, პუიოლს, ვილიასა და პიკეს ვუსურვებ წარმატებებს”. დაასრულა “თეთრების” კაპიტანმა, იკერ კასილიასმა.

 

ანალოგიური სიტყვები გაიმეორა მარჯვენა მცველმა, სერხიო რამოსმა და მიულოცა “ბარსას” ფეხბურთელებს ეს გამარჯვება, განსაკუთრებით კი იმ მოთამაშეებს, რომლებიც მასთან ერთად ასპარეზობენ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში