workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაკიტიჩის ტრანსფერის ბონუსის დეტალები

რაკიტიჩის ტრანსფერის ბონუსის დეტალები

სულ ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ივან რაკიტიჩი “სევილიაში” დაბრუნდა.

ხორვატი ნახევარმცველი ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონებს 1,5 მილიონი ევრო დაუჯდათ, თუმცა ამის გარდა კონტრაქტში გათვალისწინებულია ბონუსი.

სატრანსფერო ბონუსი ჯამში 9 მილიონ ევროს შეადგენს და რაკიტიჩის “სევილიაში” გატარებულ თითოეულ სეზონზეა დამოკიდებული (ხორვატის კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი).

თუ რაკიტიჩი “სევილიასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გავა, “ბარსელონა” ყოველ სეზონში მიიღებს 2 მლნ. ევროს (გათვალისწინებული 4 სეზონზე: ჯამში 8 მლნ. ევრო).

კატალონიელები ანალოგიურად მიიღებენ 1 მლნ. ევროს, სევილიელების ევროპა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში.

დარჩენილი 1 მლნ. ევრო დამოკიდებულია “სევილიას” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგზე.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობას რაკიტიჩი გასულ სეზონში რომ გაესხვისებინა, ბევრად დიდ ფინანსურ სარგებელს ნახავდა, გარდა ამისა, კატალონიელებს “სევილიას” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გულშემატკივრობა არ მოუწევდათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • B A R S A 2005
    schedule 04 სექ 2020, 03:46

    იფ , იფ აი მესმის ბონუსი. )) ამ ხურდად ფეხბურთელს ვერა მარა ზატო ბაბოლი მოგვივა ვინმე იგროკი ფეხბურთელის გამოსახულებით, შემოხვეული რო აქ და ხელზე რო ვიწებებდით ბავშობაში აი ეგ. )) დებილები არიანთქო ეს შობელძაღლები ვიძახი არაა? 😀😀😂😂

  • me da barca
    schedule 04 სექ 2020, 00:34

    სევილია ისე იზამს, რომ მერვე ადგილის ზემოთ არ ავა. 😁