“ბაიერნი” ფილიპე კოუტინიოს მადლობას უხდის

“ბაიერნი” ფილიპე კოუტინიოს მადლობას უხდის

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ჰასან სალიჰამიჯიჩი, ბრაზილიელ ვარსკვლავს, ფილიპე კოუტინიოს, რომელიც “ბარსელონაში” ბრუნდება, ემშვიდობებიან.

“ბლაუგრანას” საკუთრებაში მყოფმა ფილიპე კოუტინიომ გერმანულ კლუბში 2019/20 წლების სეზონი გაატარა, რომელიც დაუვიწყარი აღმოჩნდა. 28 წლის მოთამაშემ “რეკორდმაისტერთან” ერთად ტრებლი მოიგო.

“გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ კოუტინიოს. მან, კრეატიულობისა და საოცარი ტექნიკის წყალობით, ჩვენი გუნდი გასულ სეზონში გააძლიერა, რომლის დროსაც ტრებლი მოვიგეთ.

ფილიპეს კარიერის შემდგომ ეტაპზე ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ. სამწუხაროდ, კოუტინიომ, ტრავმისა და ოპერაციების გამო, ხშირად ვერ ითამაშა, მაგრამ მას ტრებლში შეტანილი წვლილით შეუძლია იამაყოს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში. წარმატებები, ფილიპე!”, – განაცხადა “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

“მიუხედავად იმისა, რომ “ბაიერნისა” და კოუტინიოს გზები მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ გაიყო, კლუბისადმი მისმა ერთგულებამ ცხადყო, თუ რამდენად დიდებული ფეხბურთელია ფილიპე”, – განაცხადა “რეკორდმაისტერის” სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • mesi_10
    02 სექ 2020, 23:38

    მასე თუ არის დაიბრუნოს ბარსელონამ და თუ ისევ ისევ ჩააგდებს სეზონს რა პრობლემაა ბარსას ფეხბურთელების უფასოთ გაშვება არ ეშლება ბოლოს და ბოლოს 😀

  • Nowitzki34
    02 სექ 2020, 23:28

    სასწაულ ჯანზე ბრუნდება კოუ ბაიერნიდან და იმედია ძველ ფორმას აკრიფავს, თან თავდაჯერებულობაც დაიბრუნა ბაიერნში რამდენი ითამაშა გოლი ან საგოლე გააკეთა, მომენატრება მისი ბაიერნის ფორმით ხილვა, უმაგრესი იგროკია ერთი დარტყმით შეუძლია თამაშის მოგება, ამის არ გამოყენება საცოდაობაა, თუ სკამზე უპირებენ ისევ ჯდომას კიდე წავიყვანთ არაა პრობლემა😁

  • M͓̽a͓̽r͓̽c͓̽ ͓̽a͓̽n͓̽d͓̽r͓̽e͓̽
    02 სექ 2020, 23:13

    ) Barcelona says that they will wait for him in training and aren’t going to sell the player. Jorge Messi refers to the burofax and conveys that Messi does not feel like a Barcelona player.
    @SiqueRodriguez
    #FCB
    ამაზე დაწერეთ რამეე