ფილიპე კოუტინიოს მიერ “ბაიერნში” იჯარით გატარებული ერთი სეზონი მიუნხენელებისთვის ისტორიული გამოდგა – “რეკორდმაისტერმა” ტრებლის მოგება შეძლო.
კლუბმა ბრაზილიელი შემტევის გამოსყიდვა საჭიროდ არ ჩათვალა და ახლა ფილიპე “ბარსელონაში” ბრუნდება.
2019/20 წლების სეზონში კოუტინიომ “ბაიერნის” მაისურით მონაწილეობა 38 მატჩში მიიღო, 9 ასისტი შეასრულა და 11 გოლი გაიტანა, მათ შორის, 2 “ბარსელონას” კარში.
კატალონიელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კოუტინიოს გაყიდვაზე არ ფიქრობენ – სავარაუდოდ, რონალდ კუმანი 28 წლის ფეხბურთელს თავის გამოჩენის ახალ შანსს მისცემს.




არა და ეს ბაყერნიც კაი დოდოლა არა და მაგარდ მოუხდა ბავარიას კოუტინიო ისე სიმართლე რო ვთქვათ და რატო არ იყიდეს . მაგრამ ბავარია ფულს 80 და ასეთ მილიონებს არ იქნევს ტყუილად .
მე მეიმედება კოუტინიო ყოველთვის მომწონდა ვალვერდეს დროსაც კი მაგრამ გააიჯარავეს და კაიცაა მოიხოდა მენტალურადაც და ფიზიკურადაც პასის კულტურა და კრეატივი ისედაც არ აკლდა ცოტა სისწრაფეს თუ მოუმატებს იდეალური იქნება წარმატებები..