ნეიმარი ლუის სუარესს პსჟ-ში ეპატიჟება

ნეიმარი ლუის სუარესს პსჟ-ში ეპატიჟება

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი მის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელს, “ბარსელონას” შემტევს, ლუის სუარესს, ფრანგულ კლუბში იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” სუარესს უკვე დაუკავშირდა. მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს ნეიმარი. პარიზელები მზად არიან, ურუგვაელ ფეხბურთელს წელიწადში ხელფასის სახით 20 მილიონი ევრო შესთავაზონ.

გავრცელებული ინფირომაციით, 33 წლის თავდამსხმელის შეძენის სურვილს გამოთქვამს “იუვენტუსიც”, თუმცა ფრანგებს, ტურინელებთან შედარებით, ფინანსების მხრივ, უპირატესობა აქვთ. პსჟ-მ ცოტა ხნის წინ გუნდის მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები, ედინსონ კავანი და ტიაგო სილვა, გაუშვა, რაც იმას ნიშნავს, კლუბში უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობები გაჩნდა.

ვრცელდება ცნობები, რომ ლუის სუარესი “ბლაუგრანას” ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის, რის გამოც “ბარსას” ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გუნდს ტოვებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია