workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინგლისში ლეო მესის მაისურების გაყიდვა დაიწყო

ინგლისში ლეო მესის მაისურების გაყიდვა დაიწყო

ბოლო პერიოდში “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო გადაბარგებაზე აქტიურად იწერება.

ახლა კი, Cuatro-ს ინფორმაციით, მანჩესტერში არგენტინელის 10-ნომრიანი მაისურები უკვე გაყიდვაში ჩაეშვა.

აქამდე ხსენებული ნომერი სერხიო აგუეროს ეკუთვნოდა, რომელმაც Instagram-ის პირადი გვერდის სახელი – 10aguerosergiokun – შეცვალა და 10-იანი მოაშორა.

ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, “ქალაქელები” ლეოს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, აქედან 3 წელს ის ინგლისში დაჰყოფს, ხოლო დანარჩენ ორს – “ნიუ იორკ სიტიში”, რომელიც ასევე City Football Group-ს ეკუთვნის.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” მესის გაშვება არ სურს, ამის თავიდან ასარიდებლად კი, შესაძლოა, კლუბის პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ გადადგეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 28 აგვ 2020, 17:12
    #6

    ციტატა: barcamen
    ჯერ ძალიან ადრე ხო არ ზეიმობენ?
    არ მგონია ასე მარტივად დამთავრდეს ყველაფერი…
    მესიმ ცხელ გულზე იცისხოლმე ავარდნა და გადაწყვეტილების მიღება( ისე როგორც 2016 ში ნაკრებიდან წამოვიდა უცებ, ფინალის წაგების შემდეგ და მერე ისევ დაბრუნდა ცოტახანში რო დამშვიდდა :დდ)
    ამიტომ ბართო თუ მოიშორა, დამშვიდდება და დარჩენას გადაწყეტს დიდი ალბათობით .


    ფინალი და საერთოდ ჩემპიონატი 2014-ში იყო. მესის არ უთქვია თქვენი დედაც მივდივარო, ინტერვიუს დროს ცრემლიანმა თქვა, თუ მე ვარ მიზეზი წაგების დღესვე წავალო. აბა რა უნდა ეთქვა? სულ მკიდია-ო ჩემპიონობა? უთხრეს არა ხარ შენ მიზეზი და დაბრუნდიო ეგეც დაბრუნდა, თუმცა ფაქტიურად ამხანაგურები გამოტოვა მარტო.

  • me da barca
    schedule 27 აგვ 2020, 23:29
    #5

    ზღაპარი

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 27 აგვ 2020, 20:36
    #4

    ციტატა: barcamen
    ჯერ ძალიან ადრე ხო არ ზეიმობენ?
    არ მგონია ასე მარტივად დამთავრდეს ყველაფერი…
    მესიმ ცხელ გულზე იცისხოლმე ავარდნა და გადაწყვეტიოების მიღება( ისე როგორც 2016 ში ნაკრებიდან წამოვიდა უცებ, ფინალის წაგების შემდეგ და მერე ისევ დაბრუნდა ცოტახანში :დდ)
    ამიტომ ბართო თუ მოიშორა, დამშვიდდება და დარჩენას გადაწყეტს დიდი ალბათობით .


    ვისაც ველაპარაკები ბარსელონაში ახლობლებს ყველა ამბობს 90%წასულია მესიო და არ მგონია ტყუილი იყოს.ამდენი ჭორი რავიცი რავიცი.როცა მიდოდა მართლა ამდენი მაშინ არ დაწერილა მესიზე სტატიები

  • barcamen
    schedule 27 აგვ 2020, 20:34
    #3

    ჯერ ძალიან ადრე ხო არ ზეიმობენ?
    არ მგონია ასე მარტივად დამთავრდეს ყველაფერი…
    მესიმ ცხელ გულზე იცისხოლმე ავარდნა და გადაწყვეტილების მიღება( ისე როგორც 2016 ში ნაკრებიდან წამოვიდა უცებ, ფინალის წაგების შემდეგ და მერე ისევ დაბრუნდა ცოტახანში რო დამშვიდდა :დდ)
    ამიტომ ბართო თუ მოიშორა, დამშვიდდება და დარჩენას გადაწყეტს დიდი ალბათობით .

  • dembelle
    schedule 27 აგვ 2020, 20:26
    #2

    Marto am choristvis siti milionebs mogunavs

  • duggu
    schedule 27 აგვ 2020, 20:25
    #1

    კიდე ვერ ვიჯერებ რო მესი შეიძლება წავიდეს