ლეგენდარულმა მეკარემ, ოლივერ კანმა ”sports.ru”-ს ჟურანლისტს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მცირე ინტერვიუ მისცა.
– ვის უქომაგებს ოლივე კანი?
– არა, არა. მე აბსოლიტურად ნეიტრალური ვიქნები. ვინც უკეთესად ითამაშებს, ის მოიგებს. ფინალის წინ ”ბარსელონა” უნდა შევაქოთ, უპირატესობა მათ მხარესაა. ისეთ ლამაზ ფეხბურთს, როგორსაც ისინი თამაშობენ, არავის უჩვენებია.
– მიუხედავად ამისა წინა ფინალი, რომელშიც ეს გუნდები თამაშობდნენ ძალიან სანახაობრივი არ გამოვიდა…
– ამას ნამდვილად არ დავეთანხმები. დიახ, თამაში დახურული იყო, მაგრამ ეს მწვრთნელების გადაწყვეტილება იყო და ამაში გასაკვირი არაფერია. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია კლუბებისთვის, მწვრთნელებისთვის და ფეხბურთელებისთვის. ასე რომ იქ გასართობად არავის ცალია.
