workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხელსახოციდან ბიუროფაქსამდე

ხელსახოციდან ბიუროფაქსამდე

რამდენიმე წუთის წინ მედიაში ასეთი ინფორმაცია გავრცელდა: ლიონელ მესიმ “ბარსელონას” კონტრაქტის გაწყვეტის სურვილის შესახებ ბიუროფაქსის მეშვეობით აცნობა. 

თუ არ იცით, რა არის ბიუროფაქსი, ყველაზე ახლოს ეს უნდა იყოს: 

ან თუნდაც ეს:

ცოტა ძველმოდურია, მაგრამ საინტერესო. 

ინფორმაციის გადამოწმების დიდი რესურსი არ იყო, მაგრამ მაინც გაირკვა, რომ ფაქსის აპარატის მოვალეობას იგივე სახელწოდების მქონე კომპანიაც ასრულებს. ლოგოც აქვთ:

ეს კომპანია მესის, ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, გააგზავნოს დოკუმენტი, რომელსაც სასამართლო ან ე. წ. მესამე პირი მიიღებს. დიდი ალბათობით, ლეომ სწორედ ეს გამოიყენა და არა ზემოთ ნახსენები მეთოდი, რომელმაც სოციალური მედია უკვე აალაპარაკა. 

მესის ისტორია ორიგინალურად, ხელსახოცზე გაფორმებული კონტრაქტით დაიწყო და შესაძლოა, ასევე ორიგინალურად დასრულდეს. ფაქტია, რომ ფაქსის აპარატით თუ სასამართლოს მიმართვის გზით, კაპიტანი “ბარსელონადან” წასვლასთან ახლოსაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Alien messi
    schedule 25 აგვ 2020, 23:07

    მოდით ეხლა ვიტყვი რატომ უნდა წავიდეს ლეო პირველ რიგში იმისთვის რომ ლოგიკურად ისტორიაში საუკეთესოს აქვს მოტივაცია რომ ყოველ წელს მოიგოს მთავარი ტიტული ჩემპ. ლიგა და დაამტკიცოს რომ საუკეთესოა ეს კაცი 5 წელია ახლოსაც ვერ მიდის ამ მიზანთან მეორე 8-2 ის შემდეგ გულშემატკივართა უმრავლესობამ ჯავრი იყარა ამ კაცზე მარტივად რომ ვთქვათ მიუხედავად იმისა რომ გუნდმა გაუშვა 8 გოლი ამაში დამნაშავედ შერაცხეს შემტევი ტიპის მოთამაშე და მისი “ლიდერული უნარები” და მესამე და მთავარი ბართლომეუ. ზოგი იტყვის ეხლა იტყვის მესის არ უყვარს კულეები არ აფასებს მათ სათანადოდო კარგით რა კულეები არ იყვნენ 8-2 ის შემდეგ ეს კაცი არ არის კაპიტანი მოშორდოს წავიდეს ავირჩიოთ ახალი კაპიტანი ავშენდებითო! ეს კაციც წავა ახალ კაპიტანსაც ავირჩევთ და ვნახოთ როგორ გვილიდერებს!

  • basa7
    schedule 25 აგვ 2020, 22:59

    ციტატა: Gaucho86
    საერთოდ რას მოდიოდნენ კლუბში ან ეს,ან რონალდინიო.მშვენივრად ვიყავი მიჩვეული,რომ მეოთხე ადგილისთვის უნდა გვებრძოლა ხან სელტასთან,ხან ვალენსიასთან და უჩლ-ზე უნდა გვეოცნება 😁


    იგივე იქნება ნუ გეშინია, ვან გაალ 2 კი მოიყვანეს და თან მაგარი გონიათ, ცოტა ხნით დავემშვიდობებით ჩემპიონთა ლიგას

  • Jemo-barca
    schedule 25 აგვ 2020, 22:58

    არსად არ წავა !!!

  • pd10
    schedule 25 აგვ 2020, 22:56

    კატალონიის პრეზიდენტის პოსტი

  • Gaucho86
    schedule 25 აგვ 2020, 22:52

    საერთოდ რას მოდიოდნენ კლუბში ან ეს,ან რონალდინიო.მშვენივრად ვიყავი მიჩვეული,რომ მეოთხე ადგილისთვის უნდა გვებრძოლა ხან სელტასთან,ხან ვალენსიასთან და უჩლ-ზე უნდა გვეოცნება 😁