რონალდ კუმანმა პრემიერ ლიგაში თავისი კვალი დატოვა. შესაძლოა მწვერვალები არ დაუპყრია, მაგრამ თავი ყველას დაამახსოვრა. “საუთჰემპტონთან” ერთად, პირველივე სეზონში დაიკავა მეშვიდე ადგილი და მხოლოდ დიდ ექვსეულს ჩამორჩა, მეორე სეზონში ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა, “ჩელსი” და “ლივერპული” უკან მოიტოვა. კარგი მუშაობა დაუფასდა და “ევერტონში” ამოჰყო თავი, სადაც კლუბის მფლობელმა, ფადრახ მაშირიმ “შეუბრალებელი” უწოდა. ეს მისი ხასიათისა და მეთოდების გამო მოხდა. კუმანმა სავარჯიშო დრო დილის ცხრა საათზე გადმოწია და მკაცრად აკონტროლებდა, რომ ყველაფერი თავის დროზე მომხდარიყო, მრისხანება არ დაუმალავს, როცა კლუბმა რომელუ ლუკაკუ გაყიდა და მის ნაცვლად სანდრო რამირესი მოიყვანა.
Daily Mail-თან ინტერვიუში, კუმანმა აღნიშნა, რომ ის არ არის შეუბრალებელი და საკუთარ თავს უბრალოდ მომთხოვნ მწვრთნელს უწოდებს. იგივე გაიმეორა მცირე ხნის წინ, პრეზენტაციაზე, მაგრამ სხვების გადმოსახედიდან მართლაც რომ შეუბრალებელია და “ბარსას” ახლა სწორედ ეს სჭირდება.
ასევე გავრცელდა კუმანის ძველი ინტერვიუ, სადაც “ბარსას” შესახებ თხოვეს კომენტარი, ის კი გადაბერებულ ფეხბურთელებზე საუბრობს, ახლა თავად აქვს ძალაუფლება და ფაქტია, რომ გუნდის წმენდას შეუდგება, თანაც შეუბრალებლად.




დემბელე დმაითაგეთ ამ სტატიაზე : 😂 😂 😂
ეს ფეხბურთელები მართლა მილიონებს რომ იდებენ ჯიბეში, ადგნენ და ტრა*ი გაანძრიონ! ბოლო-ბოლო ბარსელონაა და არა დინამო🙄
აი ცვეტში მინიმუმ სკამზე დასაგდებია ან გასაყიდიცაა ვინც ვარჯიშზე რამეს დაიწუწუნებს. ყველაზე ნაკლებს რამის სულ ჩვენ დავრბივართ და თან ამის "კეთების" პროცესშიც უფრო დაღლილებს ჩვენ ვგავართ. რა მოითმენს ლა ლიგის დაწყებამდე, მაგრად მაინტერესებს პირველი 5-6 ტურის მერე რამე ცვლილება თუ დაეტყობა გუნდს, ან რა გუნდი გვეყოლება საერთოდ 😅
ზუსტად ეგეთი მკაცრი ხელი სჭირდება ბარსას აზრზე რო მოვიდნენ ზოგ-ზოგიერთები
იბრა ყავს სკამზე გახეხილი კუმანს ცნობისთვის:დ:დ და ამიტომ არის ბულდოგი არავის ეშინია არავინ ანაღვლებს ვინ ვინაა კლუბში მესისაც დასვამ თუ გატრაკებს ბევრს😁😁😁
შე კაცო ბოლობოლო სარიმ რონალდოს გაუტრაკა ხან სკამზე დასვა ხან შეცვალა ვერავინ გაუბედავსო და კი ჩაუდო სარიმ სარი😁😁😁😁
საბოლოოდ სარი დარჩა სარით
ძალიან კარგი ერთი ადგილის განძრევა რო ეზარებათ ეხა მოსვამენ თავის ადგილზე
სეტიენმაც ასე დაიწყო მარა მალე დააყენებინეს ერთი ადგილი.დ იმედია ესეც ასე არიქნება)
ეგ სეტიენს გაუბედეს იმიტომ, რომ ფერმერი იყო, ამას საკმარისი ავტორიტეტი აქვს : )
Don_Andresito,
რატომ გაშინებს 20-30 მილიონს იდებენ ჯიბეში და კეთილი ინებონ და ტაკუცუნები გაანძრიონ და ბოლომდე დაიხარჯონ თამაშზე და არა გაზულუქებულებმა იარონ მოედანზე, თუ არ უნდა წავიდნენ ისინი მოვლენ ვისაც ენდომება და შედეგიც დადგება
კუმანმა სავარჯიშო დრო დილის ცხრა საათზე გადმოწია და მკაცრად აკონტროლებდა, რომ ყველაფერი თავის დროზე მომხდარიყო – აი ეს ფრაზა მაშინებს. კონფლიქტი სეტიენთანაც ინტენსიური ვარჯიშის გამო დაიწყო. ისე ლუკაკუს გარდა საუთჰემპონშიც მანე გაუყიდეს.
ზუსტად მასეთი მწვრთნელია საჭირო. მომთხოვნი და ყველას თავის ადგილს რომ მიუჩენს. "ბარსელონა" ფულის გასაკეთებელი და დასასვენებელი ადგილი არ არის. პირველ რიგში, ეს ფილოსოფია და იდეებია, რომელთა გარშემოც კულეები ერთიანდებიან.
წარმატებები რონალდ