კატალონიური ”ბარსელონას” არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხავიერ მასკრენომ მადრიდულ ასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხების იმედი აქვს.
არგენტინინის ნაკრების კაპიტანმა ასევე აღნიშნა, რომ ლეო მესი მარტო ვერ დაამარცხებს ”ეშმაკებს”.
”საჭიროა მხოლოდ პოზიტიურზე ფიქრი და იმედის ქონა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და გვაქვს დიდი უპირატესობა, რადგან ის ჩვენს გუნდში თამაშობს. მიუხედავად ამისა არ შეიძლება ითქვას, რომ ის თამაშობს გადამწყვეტ როლს. იმისათვის, რომ მან მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედოს საჭიროა ჩვენაც ვითამაშოთ სათანადო დონეზე. მხოლოდ მას მატჩის მოგება გაუჭირდება. ლეო გვირგვინის მფლობელი, თუმცა მას თანაგუნდელების დახმარება სჭირდება” – განაცხადა მასკერანომ.
