ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსას” ძირითადი შემადგონლობის ღირებულება 454 მილიონ ევროს უტოლდება

”ბარსას” ძირითადი შემადგონლობის ღირებულება 454 მილიონ ევროს უტოლდება

შაბათს ”უემბლის” სტადიონზე შეხვდებიან გუნდები, რომელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების საერთო ღირებულება ჯამში 670 მილიონ ევროს უტოლდება.

მოახლოებული ფინალის წინ ესპანელმა ჟურნალისტებმა მიმართეს ”Frontier Economics”-ის მონაცემებს, რომლებმაც შეაფასეს გუნდების ძირითადი ფეხბურთელების ღირებულება. მათი შეფასებით ”ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობის ღირებულება 454 მილიონ ევროს უტოლდება, მაშინ როცა ”მანჩესტერელების” საწყისი თერთმეტეულის ღირებულება 216.5 მილიონი ევროა.

თუმცა გასათვალისწინელებელია ისიც, რომ ფეხბურთელების ღირებულება სეზონის სტარტზეა შეფასებული, ამიტომაც ინდივიდუალური ტიტულების მოგების ხარჯზე და ”ბარსელონას” გუნდური წარმატების გამო მათი ფასი შესაძლოა გაზრდილიყო. ცალკეული ფეხბურთელების ანალიზისას აღსანიშნია ლეო მესი, რომელიც სპეციალისტების შეფასებით სეზონის სტარტზე 140 მილიონ ევროდ ფასობდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 54 მატჩში 52 გოლი გაიტანა, რაც მატში 0.96 გოლს უდრის. ამ მიღწევამ და ოქროს ბურთის მოგებამ მისი ფასი უსიტყვოდ გაზარდა. სეზონის მიმდინარეობისას მოიმატა ვიქტორ ვალდესის ფასმაც (20.4 მლნ. ევრო), რომელმაც კვლავ მოიგო ზამორას ტიტული. შესამჩნევად გაიზარდა ოქროს ბურთის მოგების კანდიდატების, ანდრეს ინიესტას და ჩავი ერნანდესის ფასებიც.

მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად უეინ რუნის ფასმა მოიმატა. ასევე მოიმატა ჩიჩარიტოს ფასმა, რომელიც სეზონის წინ 17.6 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში