workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ოცნება ახდება – დევისი ლეო მესისთან დაპირისპირებაზე საუბრობს

ჩემი ოცნება ახდება – დევისი ლეო მესისთან დაპირისპირებაზე საუბრობს

მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა ფლანგელი, ალფონსო დევისი საკუთარი კლუბის მომავალი მეტოქის, “ბარსელონას” კაპიტანზე, ლიონელ მესიზე საუბრობს და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

“ბავშვობაში, როდესაც საფეხბურთო აკადემიაში დავდიოდი, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს გვაყურებიდნებდნენ. ახლა კი, ამ ჩემპიონატზე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის, ლეო მესის წინააღმდეგ ასპარეზობა საკმაოდ ამაღელვებელია. 

გულწრფელად რომ გითხრათ, სიტყვები არ მყოფნის – ჩემი ოცნება მალე ახდება. 

“ბარსელონას” შემდეგ ეტაპზე გასვლისას, მამაჩემმა დამირეკა და მითხრა: “ე.ი, შენს ფავორიტ მოთამაშეს ხვდები?”. ვუპასუხე: “ჰო”, და ორივემ სიცილი დავიწყეთ. ვერ ვიჯერებდით, რადგან არგენტინელი შემტევის საოცრებების ყურებაში გავიზარდე.

მიუხედავად დიდი სიყვარულისა, მოედანზე ჩემი ფეხბურთის სათამაშოდ გამოვალ და გუნდის გეგმებში არაფერს შევცვლი. ვიცით, რომ ლეო დიდებული ადამიანია და ამ ტიტულს მას ვერავინ წაართმევს”, – აცხადებს 19 წლის ვარსკვლავი UEFA-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ დევისის “ბარსელონას” წინააღმდეგ მატჩში თამაში, რომელიც ხვალ გაიმართება, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუშინდელი სავარჯიშო სესია მომზიდველ კუნთზე არსებული პრობლემის გამო გამოტოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Clever liar
    schedule 13 აგვ 2020, 19:09
    #8

    Lionel Messi – 10
    არა მე სხვა რამე უფრო ავღნიშნე. ჩვენ ის გუნდური და სათამაშო დისციპლინა დაკვაკლდა რაც ბავარიას აქვს და მხოლოდ მაგისთვის დავისაჯეთ, ხოლო გერმანელები უფრო ხშირად უკონკურენტობის და ილუზიურად საკუთარი თავის გაფეტიშების გამო ისჯებიან. რაც შეეხება ხარჯებს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, არ გადავიხდით, სხვა გადაიხდის და მერე უფრო ვინანებთ ვიდრე ეხლა, როცა ფეხბურთელები გვყავს და არა სათამაშო დისციპლინა (შესაფერ მწვრთნელთან ერთად) ღმერთმა ნუ ქნას მილანის გზას დავადგეთ, თორე მაშინ მიხვდებით რას ნიშნავს ცუდი სატრანაფერი პოლიტიკა, ეხლა თუ ასე რთულია მაგის დანახვა :)) გერმანიის ჩემპიონატი ჩვენი 80იანების საქართველოს ლიგას მაგონებს. როგორც დინამოში უნდა გადასულიყო ჩემპიონატის ბოლოს ყველა გუნდის საუკეთესო ქართველი, რომ მერე დინამოს ესახელა თავი ევრო ასპარესზე, ზუსტად იდენტურია ბავარიას მდგომარეობა 10 წლეულებია და მაგას როგორ უნდა შეადარო ესპანეთის სატრანსფერო პოლიტიკა, როცა აგერ რეალი აფთარივით გუნდში გაფორმებულ ტალანტებს გართმევს :)) როცა პესეჟე ჩასაფრებულია როდის გამოისყიდის შენგან კონტრაქტებს და შენ გინდა ამ დროს ესპანიოლი ეიბარიდან გამოჩეკილი 30000 იანი ფეხბურთელებით ფონს გასვლა? თუ რეალი სევილია ატლეტიკოდან ვუცადოთ საუკეთესო ფეხბურთელების გადმობარგებას კაპიკებში როგორც ბავარიაში ხდება ყოველი სეზონის ბოლოს? :)))

  • Clever liar
    schedule 13 აგვ 2020, 18:10
    #7

    ციტატა: Lionel Messi – 10
    სხვა საქმეა რამდენად აღწევენ წარმატებას.


    სხვა საქმე როგორააა, წარმატებას თუ ვერ მივაღწიე მიძახე ფავორიტი და იყავი რამდენიც გინდა 😀 ბავარიას ყველაზე დიდი პლიუსი არა ტალანტებში მწირი დანახარჯი, არამედ გერმანული საკლუბო და სათამაშო დისციპლინაა, თან ამ გუნდს ტრადიციულად არაფერში ჭირდება მილიონების ყრა ფეხბურთელებში მაშინ როცა მთელი ბუნდესლიგა საკუთარი სასაქონლო საწყობია. გაგიგიათ გერმანიაში ფეხბურთელი, რომ ბავარიას დაჭირდა და მისთვის მისაღებ ფასში ვერ დაითრია? აი წარმატების ვერ მიღწევა კი ალბათ იმის ბრალია, 2 გუნდით ნაკლები რომ ყავთ ნემცებს ჩემპიონატში, ხოლო სტატისტიკურად 200 გოლით მეტი გადის ლალიგასთან შედარებით ბუნდესლიგაში, მაგის გამო ჰგონია მერე ბევრს აინტრახტი ევროპის დონის გუნდი და ბავარიის კონკურენტი, ხოლო მიულერი მსოფლიოს საუკეთესო ასისტენტი და ალკანტარა ელ ჩავი.. ამიტომ როგორც ჩანს, ზუსტად იმავეს ფიქრობენ ბავარიელები და კიც იტეხენ მერე რქებს ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში ..

  • getsby
    schedule 13 აგვ 2020, 17:54
    #6

    ბავარიას ძალიან მაგარი პოლიტიკა აქვს , არც კი შევადარებ ბართუშას ამათ პრეზიდენტს ,ყველაზე ბანძი და უმაქნისი პრეზიდენტია ბარსას ისტორიაში , ამაზე საუბარიც უკვე მეზარება იმდენად ნათელია და რატომ არ აშორებენ მარტო ეგ მაკვირვებს.

  • Tsitsi
    schedule 13 აგვ 2020, 16:58
    #5

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Tsitsi

    ციტატა: MESSI 2017
    ეს მაინც იყიდეთ თქვე კვერცხებო


    შეეძლოთ, მაგრამ ;))) https://barcamania.ge/news/59911-barselonas-alphonso-devisis-shedzena-sheedzlo.html


    ეს არ ციცოდი მადლობა ციცი ❤


    არაფრის 😍პირიქით მადლობა, რომ ჩვენს საიტზე ეცნობით სიახლეებს

  • JUZI
    schedule 13 აგვ 2020, 16:56
    #4

    ხო ვიძახი ჩვენთან ყველა უკვდავია მეთქი.

  • Tsitsi
    schedule 13 აგვ 2020, 16:42
    #2

    ციტატა: M10 S9 D11
    ანუ საბოლოოდ თამაშობს ეს მდაა მეთქი ვერ ითამაშებს და ცოტა ამოვისუნთქავთ სისწრაფეზეთქო


    დღეს საღამოს გამოჩნდება აბა, თუ ივარჯიშებს

  • M10 S9 D11
    schedule 13 აგვ 2020, 16:41
    #1

    ანუ საბოლოოდ თამაშობს ეს მდაა მეთქი ვერ ითამაშებს და ცოტა ამოვისუნთქავთ სისწრაფეზეთქო