2019-20 წლების სეზონის “ოქროს ბუცის” მფლობელი ჩირო იმობილე გახდა. იტალიელი შემტევი აღნიშნულთან დაკავშირებით Diario AS-თან საუბრობს.
“სიგიჟეა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუსა და რობერტ ლევანდოვსკიზე წინ ხარ. თითქმის ვერ ვიჯერებდი – მესი, მესი, სუარესი, რონალდუ, მესი, მესი, რონალდუ, მესი…
პორტუგალიელისა და არგენტინელის დუელში შევიჭერი. ამისათვის, ჩემს გუნდს მადლობა გადავუხადე, ეს ყველაზე მცირედი იყო, რისი გაკეთებაც შემეძლო”, – აცხადებს ჩირო.
იტალიელმა გასულ სეზონში სერია A-ში 36 გოლის გატანა შეძლო, მას ფეხდაფეხ ლევანდოვსკი 34 გოლით მიჰყვებოდა, მესამე პოზიციაზე კი რონალდუ გავიდა, რომელმაც თავი 31-ჯერ გამოიჩინა. რაც შეეხება ლეო მესის, მის ანგარიშზე 25 გოლი იყო.
14ბპენალტი აქ გატანილი. გამოაკელი 14 მის გოლებს. (36) მესიზე რონალდოზე და ვარდიზე მეტი მაინცააქ ერთადერთი ლევანდოვსკის ვერ უსწრებს. ასე რომ მთლად დაუმსახურებელელი ბუცი არაა.
კაი იგროკია ჩირო
მე ვინ მკითხავს, თორემ ოქროს ბუცის კანდიდატებს პენალტით გატანილ გოლებს არ ჩაუთვლიდი. გაიმარჯვოს იმან ვინც თამაშიდან და საჯარიმოებიდან გაიტანა. უფრო სამართლიანი ესე იქნება ჩემის აზრით.
ამან რო ერთ წელიწადში 90 გოლი გაიტანოს ალბათ სულ გაგიჟდება.
მევასება იმობილე კარგი ფეხბურთელია თან 2 ჯერ მომაგებინა ბილეთი ამის გოლი მეწერა 😀
მართლაც რომ დიდი მიღწევაა ამ ორ მონსტრს აჯობო გოლების გატანაში და ოქროს ბუცი მოიგო
გაგივარდა ყარაულის თოფივით და შეირგე.