workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი: “რეალში” საცდელი ვარჯიშები მქონდა, მაგრამ “ბარსელონაში” თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა

პედრი: “რეალში” საცდელი ვარჯიშები მქონდა, მაგრამ “ბარსელონაში” თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა

პედრი გონსალესს, რომელზეც კატალონიაში დიდ იმედებს ამყარებენ, სულ მალე, “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში პირველი დღე ექნება. 

ესპანელმა ფეხბურთელმა Post United-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსას” მიერ მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით მოხარულია. 

“ორი თუ სამი წლის წინ “რეალში” საცდელი ვარჯიშები მქონდა. მადრიდში ერთი კვირა გავატარე. მათ მითხრეს, რომ შრომა გამეგრძელებინა და ჩემი დამატების სურვილი არ გამოხატეს. 

შარშან, სანამ “ლას პალმასთან” ერთად პრესეზონს დავასრულებდი, “ბარსელონასთან” კონტრაქტი უკვე გაფორმებული მქონდა. აქ თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ბევრად უკეთესია ის, რომ შესაძლებლობა სწორედ “ბარსამ” მომცა. 

ჩემი იჯარის წესით დამატებით რამდენიმე კარგი გერმანული კლუბია დაინტერესებული. თუ პირველ სეზონში აქ შანსი არ მომეცემა, თანახმა ვარ, რომ ცოტა ხნით საზღვარგარეთ ვითამაშო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოედანზე დიდი დრო გავატარო და გამოცდილება მივიღო. იმედი მაქვს, ბავშვობის ოცნების ახდენას შევძლებ”. – თქვა პედრიმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • JUZI
    schedule 11 აგვ 2020, 10:03

    აბა შენ იცი, წარმატებები პედრის.

  • Andres_Iniesta
    schedule 11 აგვ 2020, 09:21

    რონალდუ მგონი პსჟ ში მიდის

  • Mes cue un club 1899
    schedule 11 აგვ 2020, 01:47

    ნამდვილი ფეხბურთელი ასეთი უნდა იყოს თანახმაა სხვა კლუბში იჯარით წავიდეს და ერთი წლის შემდეგ დაბრუნდეს იმის პერსპექტივით რო გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს ჩემი აზრით ახლაც შეიძლება მისი გუნდში დარჩენა