“ნაპოლისთან” გამარჯვების შემდეგ (3-1) “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. აღნიშნული სტადია ეპიდვითარებიდან გამომდინარე, პორტუგალიაში ჩატარდება. კიკე სეტიენის გუნდი 14 აგვისტოს, ლისაბონში მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება.
გთავაზობთ “ბარსელონას” კვირის განრიგს (თბილისის დროით):
ორშაბათი, 10 აგვისტო
დასვენების დღე
სამშაბათი, 11 აგვისტო
11:30 – ვარჯიში “სიუტატ ესპორტივაზე”
ოთხშაბათი, 12 აგვისტო
11:30 – ვარჯიში “სიუტატ ესპორტივაზე”
ხუთშაბათი, 13 აგვისტო
12:15 – ლისაბონში გამგზავრება
21:00 – ვარჯიში “და ლუჟზე”
პარასკევი, 14 აგვისტო
23:00 – “ბარსელონა” – “ბაიერნი” (“და ლუჟი”)



