“სევილიას” სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ, “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
“ივანი – მოთამაშეა, რომელიც ამბობს, რომ ერთხელაც “სევილიაში” დაბრუნებას ისურვებდა. ვისურვებდი თუ არა მის დაბრუნებას? არ ვმალავ, რომ ის ჩემი მეგობარია, მაგრამ დღევანდელი დღის გათვალისწინებით, ეს რთულია, თუ არა შეუძლებელი.
ფეხბურთმა უფრო დიდი სირთულეებიც გადაიტანა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ტრანსფერის განხორციელებას ვერ ვხედავ. ფინანსური კუთხით სიტუაცია რთულია.” – მონჩის სიტყვებს Diario de Sevilla ციტირებს.




კაროჩე ესენიც მილანივით სულ ტირიან და სულ უფასოდ იმატებენ გინდა პენსიონერი იყოს.
არდა რა გამოგადგებოდათ, და ჩვენც რა დავისვენებდით მაგის ყურებისგან.
უფასოდ გაატანეთ ლიჟბი ბარსას მოშორედეს ეგ კიბო
რომ გაჩუქონ წაიყვანთ? თუ ხელფასიც ბარსამ უხადოს და სევილიაში ითამაშოს. სულ წუწუნებენ რაც მახსოვს.