workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის დაზიანებამ ხელი ვერ შეუშალა – გილერმო ამორი

მესის დაზიანებამ ხელი ვერ შეუშალა – გილერმო ამორი

“ბარსელონას” დირექტორი, გილერმო ამორი “ნაპოლისთან” მოგებულ შეხვედრას (3:1) აფასებს.

“მატჩის სტარტზე “ნაპოლიმ” საკმაოდ კარგად დაიწყო და შანსებიც მიიღო. ტაიმის მიწურულს მათ სასარგებლოდ დანიშნულმა პენალტმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია.

თუმცა, მთავარია, რომ ეს ეტაპი გავიარეთ, რითაც ბედნიერები ვართ. ლეო მესიმ მთელი შეხვედრა ჩაატარა, რადგან შესვენების შემდეგ, დაზიანებამ ხელი ვერ შეუშალა. არგენტინელი არასდროს წუწუნებს“, – აცხადებს ამორი.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსა” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება, რომელმაც ლონდონის “ჩელსი”, ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2020, 11:04
    #4

    ლიგის მეოთხედფინალში "ბარსა" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება, რომელმაც ლონდონის "ჩელსი", ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

    ოხ ეს "7"-იანი რა საზიზღრად ჩანს. არ უნდა გაგეხსენებინათ.

    ციტატა: davidus2020

    ციტატა: Griezzy7
    ტიპი პირველ გოლზე დაჩეხეს და წაქცეულმა მაინც მოჭრა ბურთი კუთხეში 💘 რავი რაღა ვთქვა…


    ძალიან მაგარი გოლი გაიტანა,მთელი ნაპოლის დაცვა დასდევდა?წაქცეულმა შეუსრულა!!! მეფეა მეფე!!


    ჯერ სამი მცველი გაიარა, წააქციეს და წაქცელმა წამოდგომაც მოასწრო და კიდევ ორ მცველს შორის მოქცეულმა, რაღაც სასწაული მოჭრილი გაუშვა.

  • davidus2020
    schedule 09 აგვ 2020, 09:44
    #3

    ციტატა: Griezzy7
    ტიპი პირველ გოლზე დაჩეხეს და წაქცეულმა მაინც მოჭრა ბურთი კუთხეში 💘 რავი რაღა ვთქვა…


    ძალიან მაგარი გოლი გაიტანა,მთელი ნაპოლის დაცვა დასდევდა?წაქცეულმა შეუსრულა!!! მეფეა მეფე!!

  • M10 S9 D11
    schedule 09 აგვ 2020, 08:17
    #2

    დაზიანებაცაა და დაზიანებაც ფეხი მოაწყვიტა კინაღამ იმ კინგ-კონგმა

  • JUZI
    schedule 09 აგვ 2020, 08:04
    #1

    ფეხბურთის მეფე!