ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსი: ”ვოცნებობ ”ბარსელონაში” თამაშზე”

როსი: ”ვოცნებობ ”ბარსელონაში” თამაშზე”

”ვილიარეალის” იტალიელმა თავდამსხმელმა, ჯუზეპე როსიმ განაცხადა, რომ ”ბარსელონაში” ასპარეზობა სურს.

”მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ”ბარსელონაა”. ყველა ფეხბურთელს სურს იქ თამაში და გამონაკლისი არც მე ვარ. ყველამ იცის, რომ ”ბარსელონა” უამრავ ტიტულს იგებს. იმედი მაქვს, რომ ერთხელაც მივიღებ მონაწილეობას ისეთ მატჩში, როგორიც შაბათს, ”უემბლის” სტადიონზე გაიმართება. ამის გამო მუხლჩაუხრელად ვვარჯიშობ” – როსის სიტყვებს ყოველდღიური კატალონიური გამოცემა, ”სპორტი” ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა წელს პრიმერა დივიზიონის 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 18 გოლი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში