იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის შემდეგ, “ნაპოლის” კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს “ბარსელონასთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
თავიდან დაზიანება მძიმე ჩანდა, თუმცა ინსინიემ ვარჯიში განაახლა და მისი აგენტის განცხადებით, მას თამაშის შანსი აქვს. ვიჩენცო პისაკანე დღეს რადიო Punto Nuovo-ს ესაუბრა.
“ლორენცო ოპტიმისტურად არის განწყობილი. მას ძალიან უნდა, რომ ითამაშოს. ფეხბურთელი საკუთარი თავის საუკეთესო ექიმია და თუ ის იგრძნობს, რომ 80%-ით მაინც არის ფორმაში, მოედანზე აუცილებლად გავა. მას დღეს ვესაუბრე და მითხრა, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია.
ინსინიე ცრემლებად დაიღვარა, როცა გაიაზრა, რომ შეიძლებოდა, “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ ეთამაშა”. – თქვა იტალიელმა.
“ბარსა” და “ნაპოლი” ერთმანეთს “კამპ ნოუზე” 8 აგვისტოს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.




ხო აგერ, დემბოსაც ეგონა რო თავისი თავის ექიმია და უკვე სამი წელია ლაზარეთიდან წელიწადში ორჯერ, ორი კვირით გამოდის. მერე კი ისევ უკან ბრუნდება, ლოგინსაც კი არ ულაგებენ ელოდებიან ხოლმე.
გეთანხმები მარა ლალიგის მსაჯებიც სხვა სამყაროა იმენა 🤣
იუვე არის იტალიის რეალი. ანიელი კიდე პერესის ახალგაზრდა ვერსია. უეფაში ვერ ქაჩავს ჯერ თორე სერია ა ში ხელშეუხებელია. როგორც კი ლაციომ და ინტერმა მოგებები დაიწყეს გუნდს უაზრო პენალტები აყარეს თავზე. რამოსმა და რონალდომ იგრიალეს იმენა. იუვემ გამოიწერა ადრე სერია ბ და იმედია ოდესმე ესპანეთშიც მოვა ვინმე ვინც რეალის და პერესის შავ ბნელ საქმიანობებს შეისწავლის. იფ როგორ მოუხდებოდათ 1 წელი სეგუნდაში
რა უნდა დაეტიოს ლაზარეთში, მაინც მოვუგებთ და მთელ კარიერას ნუ დაინგრევს.
ნეტა ითამაშოს ვის რა ფეხებს მოსჭამს მაგასაც ვნახავთ
სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი დიბალა გახდა, რომელმაც თამაშების ნახევარი ან ნაკლები დაუწყო სასტარტო შემადგენლობაში და სულ 11 გოლი გაიტანა. მოკლედ იტალიაში მსაჯები და ფედერაცია უკან უძღვება იუვეს წინაზე რონალდუ გახდა საუკეთესო,ახლა დიბალა, მერე ალბათ დანილო გახდება