1966 წლის 25 მაისს, ბაზრობათა თასის (შემდგომში უეფას თასი) 1/4-ფინალის გათამაშებაში, “ბარსელონამ” ლონდონის “ჩელსი” 5:0 გაანადგურა.
1952 წლის 25 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” “ვალენსიასგან” გოლი შეხვედრის პირველსავე წუთზე გაშვა. 27-ე წუთზე, “ღამურებმა” კატალონიელებს მეორეც გაუტანეს, მაგრამ “ბარსამ” მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ხოლო დამატებული ტაიმების წყალობით, კატალონიელებმა 4:2 მოიგეს.



