workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 2 ცვლილება მოხდა

“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 2 ცვლილება მოხდა

ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე სულ რაღაც 2 დღეა დარჩენილი და UEFA-მ ტურნირს შემორჩენილ გუნდებში განხორციელებული ცვლილებები გამოაქვეყნა.

კლუბებს შეეძლოთ, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ის ფეხბურთელები დაემატებინათ, რომლებიც გუნდში იანვრის ბოლოს ირიცხებოდნენ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უმეტეს შემთხვევაში, საქმე უმნიშვნელო ცვლილებასთან გვაქვს.

მაგალითად, “ბარსელონამ” განაცხადიდან ახალგაზრდა ფერან სარსანედასი და კიკე სავერიო ამოაგდო, მათ ნაცვლად კი ხორხე კუენკა და ლუდოვიტ რეისი შეიყვანა. კატალონიელთ მეტოქეს, “ნაპოლის”, ცვლილება საერთოდ არ განუხორციელებია.

არიან გუნდები, რომლებმაც, ტრანსფერის თუ სხვა მიზეზით, ცნობილი ფეხბურთელები დაკარგეს. მაგალითად, “ლაიფციგს” ტიმო ვერნერი აღარ ეყოლება, “იუვენტუსს” – სამი ხედირა, “მანჩესტერ სიტის” – ლეროი სანე, ხოლო პსჟ-ს – ედინსონ კავანი და ტომას მონიე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • JUZI
    schedule 05 აგვ 2020, 13:39
    #1

    უნდა მოვიგოთ.