“ბარსელონას” ყოფილი სპორტული დირექტორი და სკაუტი, არიედო ბრაიდა ლეო მესის “ინტერში” გადასვლის შესახებ აგორებულ ჭორებს ეხმაურება.
“ბარსა” დიდებული კლუბია, რომლის წევრად ყოფნა სიამაყის გრძნობას გიჩენს და შენზე დიდ გავლენას ახდენს.
მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. დარჩება თუ არა არგენტინელი “ბლაუგრანაში”? ვფიქრობ, ლეო მთელს კარიერას კატალონიაში გაატარებს”, – ციტირებს იტალიელის სიტყვებს Sky Sports.
Mundo Deportivo-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, “ლა პულგას” მამამ, ხორხე მესიმ საკუთარი რეზიდენცია მილანში გადაიტანა და რამდენიმე კვირას სწორედ აპენინის ნახევარკუნძულზე გაატარებს, რაც მისი შვილის მომავლს უკავშირდება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ინტერის” წარმომადგენლებმა (მათ შორის, მთავარმა მწვრთნელმა – ანტონიო კონტემ) ხსენებული ცნობები უარყვეს და სხვადასხვა წყაროებმაც დასძინა, რომ ხორხეს ეს ქმედება მხოლოდ ფინანსურ საკითხებს უკავშირდება.
სვანაირად ვერც წარმომიდგენია.