“გაგვიკვირდა, როცა ეს გავიგეთ” – “ბარსელონას” ახალი გასვლითი ფორმა სამხრეთ აფრიკული კლუბის ასლია

“გაგვიკვირდა, როცა ეს გავიგეთ” – “ბარსელონას” ახალი გასვლითი ფორმა სამხრეთ აფრიკული კლუბის ასლია

რამდენიმე დღის წინ “ბარსელონამ” მომდევნო სეზონის გასვლითი ფორმა ოფიციალურად წარადგინა, რასაც გულშემატკივრების დიდი ნაწილი კმაყოფილებით შეხვდა. 

აღმოჩნდა, რომ Nike-ის მიერ შექმნილი ფორმა თითქმის აბსოლუტურად იდენტურია სამხრეთ აფრიკული ტრადიციული კლუბის, “კაიზერ ჩიფსისთვის” მათ მიერვე ცოტა ხნით ადრე დამზადებული ფორმის, რომელიც საიუბილეოა და მათთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. 

“ჩიფსის” მარკეტინგის დირექტორი კომპანიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არ არის, თუმცა გაკვირვებას არ მალავს. 

“ბარსელონას” დიზაინის შესახებ პროდუქციის გაყიდვაში ჩაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გავიგე და სიმართლე რომ ვთქვა, ეს ყველას გაგვიკვირდა. გასაგებია, რომ დიზაინი ზოგჯერ მეორდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ძალიან სწრაფად მოხდა, თანაც წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ მასალა, რომელიც გამოვიყენეთ, საკმაოდ იშვიათი იყო და მოულოდნელი იყო, რომ “ბარსელონასთვის” წარმოება მაინც მოხერხდა. 

ფორმა ძალიან ლამაზია და იმედი გვაქვს, შავი და ოქროსფერი “ბარსასთვისაც” ისეთივე წარმატებული გახდება, როგორიც ჩვენთვისაა”. – ამბობს ჯესიკა მოტონგი.  

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    03 აგვ 2020, 18:21

    არ არის პრობლემა, იმედია "კაიზერ ჩიფსი" არსად გადაგვეყრება და მოედანზე გაურკვევლობა არ მოხდება.

  • M10 S9 D11
    03 აგვ 2020, 07:22

    მე მაგრად დამევასა შავი ფორმა

  • rijkaard
    03 აგვ 2020, 03:18

    თქვენი ფორმები ძონძების ფუთებში აღმოჩნდება და ბარსას ფორმები დარჩება ვეშოლკაზე შეადარეს რა თავი.

  • Datobioshock
    03 აგვ 2020, 02:07

    არადა წელს რო ფორმებია ეგეთი ლამაზი რავი