workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იოჰან კრუიფის სვეტი. ქედს ვიხრი “ბარსას” წინაშე

იოჰან კრუიფის სვეტი. ქედს ვიხრი “ბარსას” წინაშე

ცოტა არ იყოს უქმობა გამიგრძელდა და ისეთი აქტიური აღარ ვარ ახალ ბარსამანიაზე, როგორიც ძველზე ვიყავი, მაგრამ ეს სულაც არ დატყობია საიტს, ვინაიდან გვაქვს იმის ბედნიერება, რომ ჩვენს საიტზე ვიყოლიოთ ისეთი მწერლები, როგორებიცაა:Seydou, bigajda, hostelinho, robita და კიდევ არაერთი ნიჭიერი ადამიანი. ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ ჩემი მხრიდან საინტერესო სტატიებისათვის და ვეცდები ცოტათი მაინც გაგიტოლდეთ.

სპორტსმენი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს პირველ რიგში მიულოცავს თავის მოწინააღმდეგეს. “რეალის” მიერ ნაჩვენები სეზონი არაჩვეულებრივი გამოდგა. მე მათ ვულოცავ! ამ დუელმა იმდენი მოახერხა, რომ ინტრიგა ჩემპიონატის ბოლო ტურამდე ინტრიგა შენარჩუნდა და დამყარდა ახალი რეკორდი, როგორც პირველადგილოსნის მიერ, ისე მეორეადგილოსანის მიერ. იმის პარალელურად, რომ მე ვულოცავ “რეალს”, ქედს ვიხრი “ბარსელონას” წინაშე. არა იმიტომ, რომ ისინი ჩემპიონები არიან, არამედ იმ  შრომისთვის, რომელიც მათ წელს გასწიეს. შრომა გაცილებით მეტი ჩაიდო ამ საქმეში, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მათ შეძლეს და მიაღწიეს იმას, რისთვისაც ცოტას თუ მიუღწევია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში: ითამაშო საკუთარი სიამოვნებისთვის და გაუზიარო პოზიტიური ენერგია გულშემატკივარს. მეორე წლი ხომ უფრო რთულია ვიდრე პირველი. ანალოგიურ სიტუაციებში მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გაცილებით უფრო ადვილია მიაღწიო წარმატებას, ვიდრე შეინარჩუნო ის. მიუხედავად წარმატებული გასული სეზონისა, ეს წელი უფრო წარმატებული გამოდგა: გასულ სეზონში მოგებული ჯილდოებიდან, სამი 2009/10წ.წ. სეზონის დასაწყისისთვის იქნა მოგებული, პლუს წელს ჩემპიონობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არათუ შეინარჩუნე საკუთარი ადგილი სკამზე, არამედ უფრო მაღლა აიწიე. მე ქედს ვიხდი იმიტომ, რომ გუნდი მთელი ერთი წლის განმავლობაში, მაისიდან მაისამდე თამაშობდა ფინალს. ფიზიკური თვალთაზრისით ეს ჯოჯეხეთურად ძნელი საქმეა. არასდროს დანებებულა გუნდი, როდესაც ძალები, ფაქტობრივად, არ გააჩნდა, ამისდამიუხედავად თამაშს სასურველი შედეგით ასრულებდა. მერე რაა, რომ ყოველთვის არ იხრებოდა ფორტუნა კატალონიელებისაკენ. ამის მომსწრენი ჩვენ “სევილიასთან” სათასო მატჩში და “ინტერთან” ლიგაზე გავხდით. ამ მატჩებში “ბარსა” ერთი ნაბიჯით(ერთი გოლით) დაშორდა ტურნირს, ამ მატჩებში იყო უკიდურესად შემტევი ფეხბურთის აღსარება, თან ისე, რომ უმეტესი წილი შეტევებისა კანტერანოებზე მოდიოდა, რაც “ბარსელონას” წარმატების საიდუმლოა.

”ბარსელონას” სტილი და ფილოსოფია არის ის, რომ მწვრთვნელები მუშაობენ კანტერანოებთან, რისკავენ, ენდობიან მათ და ეს ამართლებს. კანტერა – ბარსელონური ფერების შეგნების სათავსოა… აი რა არის შეუფასებადი.ეს ჩემპიონობა რიგით მეოცეა 111 წლის კლუბისათვის, არც თუ ისე ბევრია… მაგრამ მეათეა უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში. თუკი დავივიწყებთ 7 მოგებულ ლიგას 40-იანი წლების შუაში და 50-იანი წლების მიწურულს, მაშინ ფრიად საინტერესო ციფრები გამოგვივა: გუნდი, რომელსაც უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში არაფერი მოუგია, უკვე საშუალოდ, ყოველ წელს ახალ ტიტულს იგებს. უფრო თუ ჩავუღრმავდებით მაშინ: სამი მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ერთადერთი საკლუბო ჩემპიონატიც ამ დროზე მოდის. ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ისმის კითხვა: თუ კი ყველაფერი ასე გამართულად მუშაობს, მაშინ რა ჯანდაბად არის საჭირო რამის შეცვლა?

დღეს, ვინც კი საკუთარ კანდიდატურას აყენებს, როგორც “ბარსელონას” პოტენციური პრეზიდენტობის კანდიტატი, ყველას სურს, რომ ამ გუნდში გვარდიოლა იხილოს. მინდა დავიჯერო, რომ ეს ასე იქნებადა არავინ არ შეეცდება მის საქმეში ცხვირის ჩაყოფას და მთელი იმ სამუშაოს და გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მას ევალება. ასეთი საქციელი იქნება უდიდესი შეცდომა, რომელიც წარსულში დაგვაბრუნებს. სამწვრთვნელო შტაბის კომპენდეციაში უნდა დარჩეს ის საკითხები, რისი მიღებაც მათ ევალებათ. ვინ მიიღებს მათზე უკეთესად გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს? აქ ტრანსფერებს ლაპორტა არ ახორციელებს, აქ ყველაფერს “ბარსელონას” მწვრთვნელები წყვეტენ საფეხბურთო კლუბ “ბარსელონასათვის”. და თუ კი, შენ გგონია, რომ მათზე უკეთ იცი ეს საკითხი, მაშინ აიღე მწვრთვნელის დიპლომი და შეუერთდი მათ.რატომ ფუნქციონირებდა “ბარსელონა” უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, როგორც შვეიცარიული საათი? იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ ცდილობს, იყოს მწვრთვნელი, იგი იზიარებს მათ მოსაზრებებს. თავისი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში, მან ორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო – რაიკაარდი და გვარდიოლა, მათ ათიანში გაარტყეს. სანამ შენ, 7 წლის განმავლობაში გყავდა 2 მთავარი მწვრთვნელი, “რეალმა” მწვრთვნელების “აღლუმი” მოაწყო და ხელმძღვანელობის ხელში 9 ადამიანმა გაიარა. ამ ხნის განმავლობაში, რაც შენ ერთი ტექნიკური დირექტორი გყავდა, “რეალმა” რამდენიმე გამოცვალა. და ბოლოს, სადაც არსებობს ფეხბურთის გაგება, იქ არ ხდება ასეთი რამ, სეზონი დამთავრდა და “რეალი” ისევ მწვრთვნელის გამოცვლაზე ფიქრობს, რათა თავისი სტილი შეცვალოს. ადამიანი, რომელიც გუნდს მოაპოვებინებს 96 ქულას ჩემპიონატში,არ შეიძლება იყოს ცუდი.

ერთი რამ, რაც ჩემთვის ნათელია ეს არის ის, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს კლუბის სათავეში, შეეცდება,  მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. არავინ არ უნდა დაივიწყოს ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” უკანასკნელი წლების წარმატება ყველას დამსახურებაა, პრეზიდენტიდან დაწყებული დამლაგებლებით დამთავრებული. მათ, ყველამ იციან თავიანთი საქმე.

თარგმანი: მამუკა უგრეხელიძის(busquets)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward