მილანის “ინტერი” კვლავ შეეცდება ლიონელ მესის საოცნებო ტრანსფერის განხორციელებას, ამრიგად, თუ არგენტინელი მომავალ წელს თავისუფალი აგენტი გახდება, იტალიელები მას წელიწადში 65 მილიონ ევროს გადაუხდიან, იტყობინება Marca.
არგენტინელის კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2021 წლის 30 ივნისს იწურება, კატალონიელები კი დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტანი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. მილანელების გეგმა კი შემდეგია: ოთხწლიანი კონტრაქტი, საიდანაც მესი 260 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აღნიშნული გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მესის წლიური შემოსავალი გადასახადების დაქვითვის შემდეგ 50 მილიონი ევრო იქნება, მეტი ვიდრე ტურინის “იუვენტუსის” ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შემოსავალი.




არ მინდა რო წავიდეს მარა უნდა წავიდეს იმიტორო უნდა ვისწავლოთ მაგის გარეშე თამაში.
გუნდს რომელიც ხელფასებში 100 მილიონის გადახდაც არ შეუძლია მესის სთავაზობს 260 მილიონს ხო :))))))