ხორხე კუენკა – “ბარსელონას” კიდევ ერთი მცველია, რომელმაც ტრავმა მიიღო. როგორც უკვე ვიცით, კიკე სეტიენმა დაცვაში არსებული პრობლემების გამო (ტრავმიანობა) სარეზერვო გუნდიდან რამდენიმე მოთამაშეს უხმო.
დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ ხორხე კუენკამ მომზიდველი კუნთის ტრავმა მიიღო. ამ მომენტისთვის კიკე სეტიენის განკარგულებაში არ იმყოფება, ტრავმირებული სამუელ უმტიტი და რონალდ არაუხო. კლემან ლანგლე კი აღდგენით პროცესს გადის.
ამრიგად, “ბარსელონაში” ჟერარ პიკე ერთადერთი ცენტრალური მცველია, რომელიც სავსებით ჯანმრთელია. სეტიენი პირველ გუნდში დანი მორერიც უნდა გამოეძახებინა, თუმცა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო.




ბუსი ვერსად ვერ დადგება დისკვალიფიკაცია აქვს
ბუსი დადგება დაცვაში დეიონგი რაკეტა პუჩი ცენტრში❤️
Dzalian tramvianobaa gundshi