workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: სუარესს MLS-იდან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია

Sport: სუარესს MLS-იდან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია

ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუის სუარესს MLS-ში იწვევენ, თუმცა კატალონიური Sport იუწყება, რომ მსგავსი ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა. 

Sport ადასტურებს იმას, რომ დევიდ ბექჰემის “ინტერ მაიამი” და კიდევ რამდენიმე ამერიკული კლუბი სუარესით დაინტერესებული ნამდვილად არის, თუმცა ურუგვაელს მათგან წინადადება არ მიუღია. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად სუარესს MLS-ში ძალების მოსინჯვის სურვილი ადრე გამოუთქვამს, ახლა ის “ბარსელონას” დატოვებაზე არ ფიქრობს. 33 წლის თავდამსხმელს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი კიდევ 12 თვით აკავშირებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გუნდის მატჩების 60%-ზე მეტში მიიღებს მონაწილეობას, ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • JUZI
    schedule 14 აგვ 2020, 12:57

    აბა ბექჰემი იწვევსო?