workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა ბ-ს” ფეხბურთელები, რომლებმაც, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ

“ბარსა ბ-ს” ფეხბურთელები, რომლებმაც, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ

“ბარსელონა ბ-ს” რამდენიმე ფეხბურთელი ხვალიდან პირველ გუნდთან ერთად მოემზადება და გამორიცხული არაა, მათ ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენის შანსიც კი მიეცეთ.

RAC1-ის ცნობით, “ბარსა ბ-ს” 9 ფეხბურთელს ხვალ, ოთხშაბათს, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი პირველ გუნდს შეუერთდებიან. ეს მოთამაშეები არიან: ინიაკი პენია, არნაუ ტენასი, დანი მორერი, ოსკარ მინგესა, ხორხე კუენკა, მონჩუ, ხანდრო ორელიანა, ლუდოვიტ რეისი და კონრად დე ლა ფუენტე.

ჩემოთვლილი ფეხბურთელებიდან პირველი ორი მათგანი მეკარეა, ხოლო დანარჩენ მოთამაშეებს კი, “ბარსელონაში” საკადრო პრობლემების გამო, ნამდვილად შეუძლიათ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალში “ნაპოლისთან” 8 აგვისტოს განმეორებითი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.

აქვე დავძენთ, რომ “ბარსელონა ბ-მ” რამდენიმე დღის წინ “საბადელთან” ფლეი ოფის ფინალი წააგო და სეგუნდა დივიზიონში გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშეების მომავალი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2020, 14:08

    კარგია, ახალგაზრდები რო გვინდა ვათამაშოთ, მაგრამ ეს ბიჭები ჩემპიონთა ლიგის გათამაშების განაცხადში არიან? რომელიც ლიგის სეზონის გახსნამდე ბარდება უეფას?

  • me da barca
    schedule 29 ივლ 2020, 00:16

    ამათგან თუ ვინმე ათამაშეს უბედნიერესი იქნება და არასდროს დაავიწყდება.