workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წინ ძალიან მნიშვნელოვანი 90 წუთი გველის – ლორენცო ინსინიე

წინ ძალიან მნიშვნელოვანი 90 წუთი გველის – ლორენცო ინსინიე

“ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი, ლორენცო ინსინიე “ბარსელონასთან” გასამართ მატჩზე საუბრობს.

“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთან დაპირისპირებისას “ბარსა” მზად არ იქნება.

კარგად ვიცით, ხაზებს შორის, სივრცეებში მჭიდროდ როგორ გავმაგრდეთ და მისი ჩაკეტვით მეტოქეს არეალი როგორ შევუზღუდოთ.

რა თქმა უნდა, “ბარსელონა” “ბარსელონაა”, მაგრამ ჩვენ მოედანზე თავიდანვე წაგებულნი არ გავალთ. ვეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ, რომელიც პასებზეა ორიენტირებული. წინ ძალიან მნიშვნელოვანი 90 წუთი გველის”, – ციტირებს იტალიელის სიტყვებს DAZN.

შეგახსენებთ, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ეგიდით გასამართი განმეორებითი შეხვედრა 8 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” ჩატარდება. როგორც მოგეხსენებათ, პირველი დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • me da barca
    schedule 27 ივლ 2020, 22:17
    #1

    პირდაპირ ამბობს ორსართულიან ავტობუსს ჩავაყენებთო.