ფეხბურთის ინგლისელი ლეგენდა დევიდ ბექჰემი “ბარსელონას” ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე საუბრობს და აცხადებს, რომ არგენტინელის დონეზე არცერთი მოთამაშე არ იმყოფება, მათ შორის არც “იუვენტუსის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ.
“მესის ვერავინ შეედრება. მისი მსგავსი არავინაა. რონალდუ ლეოს დონეზე არ იმყოფება, თუმცა ისინი ყველას აღემატებიან”, – აცხადებს ბექჰემი.
დევიდ ბექჰემმა, რამდენიმე დღის წინ, მწუხარებით აღნიშნა, რომ მისი შვილები, ლეო მესის გამო, არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები არიან.