ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კვლავ ვულკანის საფრთხე?

კვლავ ვულკანის საფრთხე?

ყოველდღიურმა გამოცემა “El Mundo Deportivo”–მ გამოაქვეყნა სტატია იმასთან დაკავშირებით, რომ ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის კვამლმა შესაძლოა ხუთშაბათს ლონდონს მიაღწიოს. თუ კიდევ ერთი ისეთი სიძლიერის ვულკანი ამოხეთქავს, რომელის გამოც წინა წელს “ბარსელონამ” ავტობუსით იმგზავრა მილანში, რათა გაემართა ჩემპიონთა ლიგის მატჩი, მაშინ მათ კვლავ ავტობუსით მგზავრობა მოუწევთ “უემბლისკენ”?

 

კვირას, შუადღეს, “კულეებს” ამ ფაქტის შესახებ აცნობეს. შესაძლებელია კვამლი ხუთაშაბათს ან პარასკევს ლონდონს მიუახლოვდეს, რაც შეაფერხებს საავიაციო გადაადგილებას. ფანებს აფრთხილებენ, რომ ჯერ–ჯერობით თავი შეიკავონ დედაქალაქში მგზავრობისგან.

 

ისლანდიის ვულკანმა შაბათს ღამით ამოხეთქა. ჯერ არ არის შეზღუდული ფრენები ევროპის სხვა ქვეყნებში, მხოლოდ ისლანიდაშია გაუქმებული საავიაციო გადაადგილება. ძალიან დიდი შანსია ღრუბელი ევროპის თავზე მოექცეს. კვლამლი სამშაბათისთვის შოტლადიანს მიაღწევს, შემდეგ მთელ გაერთიანებულ სამეფოს და შესაძლოა ხუთშაბათს ან პარასკევს ესპანეთსაც “მიაკითხოს”. ეს ყველაფერი მოხდება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 1–2 დღით ადრე.

 

ერთ–ერთმა ასეთმა ვულკანმა ხელი შეუშალა კატალონიელთა საავიაციო გეგმას. მათ ვერ შეძლეს თვითმფრინავით წასულიყვნენ იტალიაში, რათა ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამერთათ “მილანთან”. თუმცა “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” 1000 კილომეტრზე მეტი გაიარეს 10 საათში ავტობუსით, რათა წაგებაში არ ჩათვლოდათ მატჩი. “უემბლის” შემთხვევაში ავტობუსით მგზავრობა 15 საათს გასტანს, რადგანაც მანძილი 1500 კილომეტრამდეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში