Diario Sport-ის ინფორმაციით, “მონაკო”, “სასულო” და ლა ლიგის ორი გუნდი, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება, მატეუს ფერნანდესის იჯარის წესით გადაბირებას აქტიურად ცდილობენ.
ლიგა 1-ის წარმომადგენლები ბრაზილიელის დამატების მხრივ ფავორიტები არიან, კატალონიელებს კი სჯერათ, რომ ფერნანდესს იქ საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო ექნება.
“ბლაუგრანა” მომავალ საიჯარო კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების ჩამატებას არ აპირებს. მათი აზრით, მატეუსი ერთ სეზონში იმდენად მოუმატებს და განვითარდება, რომ მომავალში აუცილებლად “ბარსას” წევრი უნდა იყოს.
“ბარსელონამ” ნახევარმცველი 7 მილიონ ევროდ (+ 3 მილიონი ბონუსებში) იანვარში შეიძინა და “ვალიადოლიდში” გაანათხოვრა.
იქ მატეუს ფერნანდესმა მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რისი მიზეზიც მიღებული მყესის ტრავმა იყო.



ბეტისში გაშვება ჯობია იქ უფრო დაღვინდება და დროც ექნება
დავაბრუნოთ უნდა ეს მშვენიერი იგროკია