ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “ბარსამ” დამსახურებულად გაიმარჯვა”

მესი: “ბარსამ” დამსახურებულად გაიმარჯვა”

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, “Tagesanzeiger.ch”–სთან ინტერვიუში, განაცხადა, რომ “ბარსელონას” გაჩემპიონება შემთხვევითობა არ ყოფილა, რადგანაც მათ 2 ტურით ადრე გაინაღდეს ტიტულის მოგება. არგენტინელი ტალანტის თქმით, ეს დიდი პლიუსია გუნდისთვის, რადგანაც უკეთ მოემზადებიან ჩემპიონთა ლიგის ფინიალისთვის, სადაც ისინი დაუპირისპირდებიან ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს”.

 

“რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, როდესაც ჩემპიონატს იგებ 1 ან 2 ტურით ადრე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამოვისუნთქეთ და ახლა მშვიდად ვემზადებით “მანჩესტერ იუნაიტედთან” სათამაშოდ. მაგრამ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ფანებსა და ფეხუბრთელებს, რადგანაც სწორედ მათ ძალისხმევით გავხდით ეროვნული ჩემპიონატის ტიტულის მფლობელები. გულშემატკივრები პირველიდან ბოლო ტურამდე გვერდში გვედგნენ. გუნდის გაჩემპიონება “ბლაუგრანას” ხელთ იყო და არა შემთხვევითობის”. დაასრულა ლიონელ ანდრეს მესიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში