workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ნაპოლის” დიდი საფრთხე ელის – მესის გასაოცარი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

“ნაპოლის” დიდი საფრთხე ელის – მესის გასაოცარი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გატანილი გოლების მიხედვით, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

2007/08 სეზონიდან მესიმ ამ სტადიაზე 26-ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდების კარის აღება.

ამ 26-დან 5 მან “ლევერკუზენს” ერთ შეხვედრაში გაუტანა. აღნიშნული დაპირისპირება კატალონიელებმა 2012 წელს 7-1 მოიგეს.

წინა სეზონში “ლა პულგამ” “ლიონის” წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” გამართულ მერვედფინალში დუბლი შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა ნეაპოლში “სტადიო სან-პაოლო” უგოლოდ დატოვა, საშიანაო არენაზე გულშემატკივარი მისგან გატანილ გოლებს ელის.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. “ბარსელონა” მარცხდებოდა, წონასწორობის აღდგენა კი ანტუან გრიზმანმა მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 25 ივლ 2020, 20:39

    ციტატა: Justin Kluivert
    ლეო ახლა ისვენებს და დარწმუნებულიც ვარ ფიქრობს პრობლემების გადაჭრის გზებზეც,ის დაბრუნების შემდეგ ბევრად უფრო მოტივირებული და დამანგრეველი მანქანა იქნება,თუმცა საჭიროა ვინმემ ამაში ხელი შეუწყოს


    ალბათ, თუ ცურვის დროს ზვიგენმა არ უკბინა.

  • kraken
    schedule 25 ივლ 2020, 00:12

    ციტატა: BlauGrana_DS
    26 ივლისს ბარსა ბ თამაშობს გადმოსვლაზე მეორე დივიზიონში, გუნდთან სახელად საბადელ და საერთოდაც,
    მწერლებო, ბარსა ბ-ზეც დაწერეთ ხოლმე რამე, თუ შეიძლება
    https://www.fcbarcelona.com/en/football/barca-b/news/1738218/barca-b-to-play-sabadell-for-place-in-segunda-division


    დევს ამის შესახებ ინფორმაცია
    https://barcamania.ge/news/61295-phinalshi-barsa-b-s-metoqe-tsnobilia.html

  • BlauGrana_DS
    schedule 24 ივლ 2020, 22:52

    26 ივლისს ბარსა ბ თამაშობს გადმოსვლაზე მეორე დივიზიონში, გუნდთან სახელად საბადელ და საერთოდაც,
    მწერლებო, ბარსა ბ-ზეც დაწერეთ ხოლმე რამე, თუ შეიძლება
    https://www.fcbarcelona.com/en/football/barca-b/news/1738218/barca-b-to-play-sabadell-for-place-in-segunda-division

  • M10 S9 D11
    schedule 24 ივლ 2020, 22:40

    მესის და შტეგენის იმედი მაქვს ლიგაზე ამათმა უნდა მოინდომონ და ეგება მოხდეს სასწაული