გუშინ “ბარსელონა” “მალაგას” ესტუმრა და დაამარცხა, ანგარიშით 1:3. კატალონიელთა მხრიდან გოლები გაიტანეს ბოიანმა (44 წ. პენალტი), აფელაიმ (76 წ.) და ბარტრამ (85 წ.).
ეს იყო ესპანთის ჩემპიონატის ბოლო მატჩი. შედეგად “ბარსელონამ” წელი ჩემპიონის რანგში, 96 ქულით დაასრულა.


